From Wikipedia, the free encyclopedia
ლიკასი (ფრანგ. Likasi), ადრე ცნობილი იყო სახელით ჟადოვილი (ფრანგ. Jadotville), ან ჟადოსტადი (ფრანგ. Jadotstad) — ქალაქი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ზემო კატანგის პროვინციაში.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ლიკასი ფრანგ. Likasi | |||
| |||
ქვეყანა | კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა | ||
პროვინცია | ზემო კატანგის პროვინცია | ||
შიდა დაყოფა | Kikula, Likasi, Panda, Likasi და Shituru | ||
კოორდინატები | 10°59′00″ ს. გ. 26°44′00″ ა. გ. | ||
ადრეული სახელები | ჟადოვილი | ||
ფართობი | 235 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 1318 მ | ||
მოსახლეობა | 422 535 კაცი (2010) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||
მდებარეობს 120 კმ-ით (ავტოგზით) ან 132 კმ-ით (რკინიგზით) ჩრდილო-დასავლეთით ლუბუმბაშიდან, ზღვის დონიდან 1318 მეტრ სიმაღლეზე[1].
2010 წლის მონაცემებით ლიკასის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 422 535 ადამიანს[2]. 1990-იან წლებში ლიკასიში და მის შემოგარენში გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შექმნა რეგიონებში ეთნიკურ კონფლიქტებში დაზარალებულთა ჰუმანიტარული დახმარების ცენტრები და დევნილების ბანაკები[3], რამაც ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა გაზარდა 41 000 ადამიანით[4].
ლიკასი მსხვილი სამრეწველო ცენტრია. ამ რაიონში სპილენძის და კობალტის ნედლეულის რაოდენობამ ხელი შეუწყო ქალაქის ირგვლივ ბევრი შახტის აშენებას. ლიკასიში არსებობს სარკინიგზო სადგური.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.