![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/73/Lydia_Koidula_A-37-3152.jpg/640px-Lydia_Koidula_A-37-3152.jpg&w=640&q=50)
ლიდია კოიდულა
From Wikipedia, the free encyclopedia
ლიდია ემილი ფლორენცია იანსენი (ინგლ. Lydia Emilie Florence Jannsen; დ. 24 დეკემბერი, 1843 წელი, ფენერნი, ლივონიის ოლქი, რუსეთის იმპერია — 11 აგვისტო, 1886 წელი, კრონშტადტი, რუსეთის იმპერია) — ცნობილი თავისი პროფესიული სახელით ლიდია კოიდულა. ის არის ესტონელი პოეტი. მისი ფსევდონიმი ესტონურად ნიშნავს "ცისკრის ლიდიას". იგი მას მწერალმა კარლ რობერტ ჯაკობსონმა შეარქვა. მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც კოიდულაულიკს - 'ცისკრის მომღერალი'. ესტონეთში, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, მწერლობა არ ითვლებოდა შესაფერისი კარიერად ახალგაზრდა ქალბატონისათვის XIX საუკუნის შუა პერიოდში. კოიდულას პოეზია და მისი საგაზეთო ნამუშევრები პოპულისტი მამის, იოჰან ვოლდემარ იანსენისთვის (1819–1890) ანონიმური დარჩა. ამის მიუხედავად, იგი იყო მთავარი ლიტერატურული მოღვაწე და ესტონეთის თეატრის ფუძემდებელი.
ლიდია ემილი ფლორენცია იანსენი | |
---|---|
ესტ. Lydia Koidula | |
![]() | |
დაბადების თარიღი | 24 დეკემბერი, 1843 |
დაბადების ადგილი | ფენერნი, ლივონიის ოლქი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 11 აგვისტო, 1886 (42 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | 11 აგვისტო, 1886 წელი, კრონშტადტი, რუსეთის იმპერია |
დასაფლავებულია | მეტსაკალმისტუ |
ფსევდონიმი | ლიდია კოიდულა |
საქმიანობა | პოეტი |
ენა | ესტონური |
ეროვნება | ესტონელი |
მოქალაქეობა | ესტონელი |
ალმა-მატერი | Q31275457? |
Magnum opus | Meadow Flowers და Emajõe ööbik |
მეუღლე | ედუარდ მიხელსონი (იქ. 1873–86) |
შვილ(ებ)ი | 3 |