![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/15/Liancourt_Rocks_Map_ka.svg/langka-640px-Liancourt_Rocks_Map_ka.svg.png&w=640&q=50)
ლიანკურის კუნძულები
From Wikipedia, the free encyclopedia
ლიანკურის კუნძულები (იაპონ. 竹島, ტაკეშიმა - ბამბუკის კუნძულები, კორ. 독도 [獨島], დოკდო;) — იაპონიის ზღვის დასავლეთით მდებარე მცირე კუნძულთა ჯგუფი. კუნძულები მდებარეობენ ჩრდილოეთი განედის 37°14′30" და აღმოსავლეთი განედის 131°52′გრადუსებს შორის. სუვერენიტეტი კუნძულებზე დავის საგანია იაპონიასა და კორეის რესპუბლიკას შორის.[1]. მეორე მსოფლიო ომის დასასრულის შემდეგ კუნძულებს სამხრეთი კორეა მართავს.[2]
მშობ. სახელი: იაპონ. 竹島, ტაკეშიმა, კორ. 독도 [獨島] | |
---|---|
![]() ლიანკურის კუნძულების რუკა | |
გეოგრაფია | |
კოორდინატები | 37°14′30″ ჩ. გ. 131°52′00″ ა. გ. |
ფართობი | 0,187 კმ² |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 2 |
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5e/Dokdo_Photo.jpg/320px-Dokdo_Photo.jpg)
იაპონიაში კუნძულების სახელი არის ტაკეშიმა (იაპონურად 竹島, ბამბუკის კუნძულები), კორეაში კი - დოკდო (독도/獨島[3], განშორებული კუნძულები). ინგლისურად კუნძულებს ეწოდებათ ლიანკურის კლდეები (ინგლ. Liancourt Rocks). სახელწოდება „ლიანკური“ წარმოიშვა ფრანგული ვეშაპმჭერი გემის სახელწოდებიდან - «Le Liancourt». სწორედ ამ გემის ეკიპაჟის წევრები გახდნენ პირველი ევროპელები, რომლებმაც აღმოაჩინეს კუნძულები და დაიტანეს ისინი რუკაზე 1849 წელს. რუსეთში კუნძულები იყვნენ ცნობილი „მენელაისა“ და „ოლივუცი“ სახელებით, XIX საუკუნის რუსული კორვეტის პატივსაცემად.
ლიანკურის კუნძულები შედგებიან ორი დიდი და 35 მცირე კუნძული-კლდისგან. კუნძულების სრული ფართობი შეადგენს 187 450 მ². კუნძულების უმაღლესი მწვერვალი მდებარეობს 169 მეტრის სიმაღლეზე.[4] კუნძულებს არ გააჩნიათ მუდმივი მოსახლეობა, გარდა მცირე კორეული პოლიციური დანაყოფისა, კუნძულის ადმინისტრაციის წარმოამდგენლებისა და შუქურის მომსახურე პერსონალისა.[5]
ადმინისტრაციულად იაპონია კუნძულებს პრეფექტურა სიმანეს ქალაქ ოკინოსიმას ნაწილად მიიჩნევს, ხოლო კორეა - მაზრ ულინის ნაწილად.[6]).