![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/LiamPaynePerformance_%2528cropped%2529.jpg/640px-LiamPaynePerformance_%2528cropped%2529.jpg&w=640&q=50)
ლიამ პეინი
ინგლისელი მომღერალი და სიმღერების ავტორი / From Wikipedia, the free encyclopedia
ლიამ ჯეიმზ პეინი (ინგლ. Liam James Payne, დ. 29 აგვისტო, 1993) — ინგლისელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც ბოიბენდ One Direction-ის წევრი. მისი დებიუტი შედგა 2008 წელს, The X Factor-ში. მას შემდეგ, რაც სოლო-შემსრულებლის სახით წარუმატებელი იყო, 2010 წელს მონაწილეობა მიიღო ჯგუფის შემადგენლობაში.[2][3] One Direction-მა დღემდე გამოსცა ხუთი ალბომი, ჩაატარა ოთხი საკონცერტო ტურნე და მიიღო რამდენიმე ჯილდო.
სწრაფი ფაქტები ლიამ პეინი, ბიოგრაფია ...
ლიამ პეინი | |
---|---|
![]() პეინი, ჩიკაგო, 2015 | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ლიამ ჯეიმზ პეინი |
დაბ. თარიღი | 29 აგვისტო, 1993 (1993-08-29) (30 წლის)[1] |
დაბ. ადგილი | ვულვერჰემპტონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა |
|
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
აქტიური | 2008–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
ხელმოწერა |
![]() |
საიტი | liampayneofficial.com |
ლიამ პეინი ვიკისაწყობში |
დახურვა
პეინს აგრეთვე უმუშავია სხვა პროდიუსერებთან ფსევდონიმებით Big Payno და Payno. იგი ქმნიდა One Direction-ის და მომღერალ შერილის სიმღერების რემიქსებს.[4] 2016 წელს გააფორმა კონტრაქტი ლეიბლ Columbia Records-თან. 2017 წლის მაისში გამოსცა სადებიუტო სინგლი „Strip That Down“.[5]