From Wikipedia, the free encyclopedia
ლეცკო ან ლეშეკი ან ლესტეკი (პოლ. Lestek, Leszek) — ნახევრად ლეგენდარული თავადი, პოლიანთა მთავარი პიასტების დინასტიიდან, რომელიც ცნობილია მხოლოდ გალ ანონიმის ქრონიკებიდან, რომლის თანახმადაც, მან ტახტის მემკვიდრეობა მიიღო თავისი მამის სიემოვიტის გარდაცვალების შემდეგ, იყო შემდეგი მთავრის სიემომისლის მამა და «თავისი საბრძოლო დიდება გაუთანაბრა მამამისის საბრძოლო დიდებასთან»[1].
ლეცკო ლეშეკი ლესტეკი | |
---|---|
Lestek Leszek | |
პოლონეთი პოლიანთა მთავარი | |
წინამორბედი: | სიემოვიტი |
მემკვიდრე: | სიემომისლი |
შვილები: | სიემომისლი |
დინასტია: | პიასტი |
მამა: | სიემოვიტი |
მთავრის სახელის წარმომავლობა არაა ცნობილი. ჩვეულებრივ მას უკავშირებენ სიტყვას lście (ცბიერება, ეშმაკობა). სავარაუდოდ, ლესტეკი წარმოადგენს სლავური სახელების Lścimir (ლსტიმირი) ან Lścisław (ლსტისლავი) შემოკლებულ ფორმას. ისტორიულ წყაროებში ეს სახელი გვხვდება სხვადასხვა ლათინიზირებულ ვერსიებში, დროთა განმავლობაში დომინირებას იწყებს მისი ფორმა - Leszek (ლეშეკი). ბოლო დრომდე ისტორიოგრაფიაში დომინირებდა ფორმა - Lestko (ლესტკო ან ლეშკო), რომელიც გავრცელდა ოსვალდ ბალცერის პოპულარული ნაწარმოების «პიასტების გენეალოგია» (1895) დამსახურებით. ამ დროს, თანამედროვე პოლონელი ონომასტიკის მკვლევარები ამ ფორმას მიიჩნევენ ლათნიზირებულს, და მის აუტენტიურ ფორმად Lestek (ლესტეკი) და Leszek (ლეშეკი) მიიჩნევენ[2].
თავდაპირველად არც ერთი მკვლევარი არ აყენებდა ეჭვის ქვეშ პირველ პიასტების ისტორიულობას. პირველად ეჭვი შეიტანეს მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში. მიეშკო I წინამორბედი პიასტების ისტორიულობის სასარგებლოდ გამოდიოდნენ, ჰენრიხ ლოვმიანსკი, გერარდ ლაბუდა და კაზიმირ იასინსკი. თავის მონოგრაფიაში «პირველი პიასტრების გენიოლოგია» კაზიმირ იასინსკი წერდა[3]:
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
|
მთავრის ცხოვრების და მართვის წლები ცნობილი არაა. სავარაუდოდ, ის უნდა დაბადებულიყო მიახლოებით 870—880 წლებში, ხოლო მთავარი უნდა ყოფილიყო 900—910 წლებში. სიკვდილს კი ვარაუდობენ 930—940 წლებისთვის, ჰენრიხ ლევმიანსკის მოჰყავს 950 წელი. ასევე არაფერია ცნობილი მისი მეუღლის შესახებ. სტანისლავ ზაკრჟევსკი ვარაუდობდა რომ, ლეცკოს მეუღლე შეიძლება ყოფილიყო მორავიის მთავრის ქალი[5]. სტანისლავ კენტრჟინსკიმ მიაქცია ყურადღება XIV საუკუნის ნაკლებად ცნობილ ბელგიელი ქრონისტის შეტყობინებას, რომლის მიხედვითაც ლიეჟის ეპისკოპოსი ევრაკერი იყო პოლონეთის მთავრის და საქსონელი მთავრის ქალის ვაჟიშვილი, და ივარაუდა, რომ ნახსენები მთავარი შეიძლება მხოლოდ ყოფილიყო ლეცკო. ასეთ სჯა-ბაას სერიოზული საფუძველი არ ააქვს და ის მხოლოდ როგორც ჰიპითეზა რჩება. სობესკების საგვარეულო ლეგენდის მიხედვით ლეცკოს ქალიშვილი იყო მეტოდია — სობესლავის (სობეჟის) დალენბურგის (დალენსკის) მთავრის სობესლავის შვილიშვილის მეუღლე[6].
ითვლება რომ სახელი ლეცკოსაგან წარმოსდგება სიტყვები Lestkowie (ლესტკოვიე) და Lestkowice (ლესტკოვიცი), ზოგჯერ ასე უწოდებდნენ მიეშკო I-ის დროს პოლიანთა სახელმწიფოს მცხოვრებლებს. ვიდუკინდ კორვეელის ქრონიკების მიხედვით, მიეშკო I-ის ქვეშევრდომებად იყვნენ Licikaviki (ლიციკაციკები) ტომები. იმპერატორ კონსტანტინ VII ბაგრიანოროდნის "იმპერიის მართვის" შესახებ ნაშრომებში 948 წწ. მოხსენიებულია ხალხი, რომელსაც უწოდებს - Litzke (ლიცკი).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.