![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f2/Orbeli_%2528G.N._2009%2529.jpg/640px-Orbeli_%2528G.N._2009%2529.jpg&w=640&q=50)
ლეჩხუმის ქედი
ქედი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
ლეჩხუმის ქედი — ქედი საქართველოში, ლენტეხის, ცაგერის, ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტებში. წარმოადგენს რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონის სამხრეთ განშტოებას და მდინარეების ცხენისწყლისა და რიონის წყალგამყოფს. იწყება კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე ფასისმთასთან და მთავრდება დაბა ლენტეხთან. სიგრძე დაახლ. 60 კმ. ჩრდილოეთი კალთა ვიწროა და ციცაბო, სამხრეთი — განიერი, დატოტვილი. უმაღლესი წერტილია ჭუთხაროს მასივი (მწვერვალი სამერცხლე, 3584 მ).
ლეჩხუმის ქედი | |
---|---|
![]() | |
კოორდინატები: 42°42′16″ ჩ. გ. 43°09′20″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
უმაღლესი წერტილი | სამერცხლე |
სიმაღლე | 3584 მ |
სიგრძე | 60 კმ |
ამგებელი ქანები | ფიქალი, ქვიშაქვა, პორფირიტი და კირქვა |
![]() |
ქედი აგებულია ქვედაიურული ფიქლებითა და ქვიშაქვებით, შუაიურული პორფირიტული წყებით, უკიდურესი სამხრეთი მონაკვეთი — ცარცული კირქვებით. გაბატონებულია რელიეფის ეროზიული, სტრუქტურული და მყინვარული ფორმები. კალთების ქვედა ნაწილი შემოსილია მარადმწვანე ქვეტყიანი ფართოფოთლოვანი ტყით (მუხა, რცხილა, წიფელი). ზედა — მუქწიწვიანით (ნაძვი, სოჭი). თხემზე სუბალპური და ალპური მდელოებია.