![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f2/Letoya.jpg/640px-Letoya.jpg&w=640&q=50)
ლეტოია ლაკეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლეტოია ნიკოლ ლაკეტი (ინგლ. LeToya Nicole Luckett; დ. 11 მარტი, 1981, ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ) — ამერიკელი რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი და მსახიობი. პოპულარობა მოიპოვა 1990-იანი წლების ბოლოს, როდესაც გახდა ჯგუფ Destiny's Child-ის წევრი. ჯგუფთან ერთად გამოუშვა კომპოზიციები „No, No, No", „Bills, Bills, Bills", „Say My Name" და „Jumpin', Jumpin", ასევე მოიგო ორი გრემი. 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო სოლო კარიერა და ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Capitol Records. მისი სოლო სადებიუტო ალბომი, LeToya, გამოვიდა 2006 წელს. ნამუშევარი მოხვდა ბილბორდ 200-ის სათავეში და მიიღო პლატინის სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან.
ლეტოია ლაკეტი | |
---|---|
![]() | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ლეტოია ნიკოლ ლაკეტი |
დაბ. თარიღი | 11 მარტი, 1981 (1981-03-11) (43 წლის) |
დაბ. ადგილი | ჰიუსტონი |
წარმოშობა | ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | რიტმ-ენდ-ბლუზი, |
საქმიანობა | მომღერალი, მსახიობი |
აქტიური | 1997 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
საიტი | letoyaonline.com |
ლეტოია ლაკეტი ვიკისაწყობში |
ალბომის წამყვანი სინგლი, „Torn", მოხვდა ბილბორდის ცხელი ასეულის ტოპ 40-ში. მუსიკოსმა 2006 წლის ASCAP Rhythm and Soul Awards-ზე მოიგო საუკეთესო კომპოზიტორის ჯილდო, ასევე ნომინირებული იყო 2007 წლის NAACP Image Awards-ზე საუკეთესო ახალი შემსრულებლის კატეგორიაში. ლაკეტის მეორე სოლო ალბომი, Lady Love გამოვიდა 2009 წელს და პირველი ადგილი დაიკავა ბილბორდის R&B/Hip-Hop ალბომების ჩარტში.
მუსიკალური კარიერის გარდა ითამაშა მხატვრულ ფილმებში Killers (2010), From the Rough (2011) და Preacher's Kid (2010). ასევე გამოჩნდა სერიალებში Greenleaf და Treme. 2017 წელს გამოუშვა მესამე სტუდიური ალბომი, Back 2 Life. ალბომს წინ უძღოდა ორი სინგლი: „Back 2 Life" და „Used To". მუსიკოსს გაყიდული აქვს 25 მილიონზე მეტი ჩანაწერი Destiny's Child-თან ერთად.