ლესბოსის ალყა 一 ოსმალთა მიერ გამართული საბრძოლო მოქმედება, რომელიც გაიმართა 1462 წლის სექტემბერში. თურქთა არმიამ, მეჰმედ II-ის სარდლობით, ალყა შემოარტყა კუნძულ ლესბოსის დედაქალაქს, მიტილენს. მისი ხელში ჩაგდების შემდეგ სხვა ციხე-ქალაქები თავადვე დანებდნენ და სულთანს მორჩილება აღუთქვეს. ამ კამპანიამ ბოლო მოუღო გენუელთა ნახევრად დამოუკიდებელ ბატონობას 一 გატილუსიოს ოჯახმა ეგეოსის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ჯერ კიდევ მე-14 საუკუნის შუა ხანებიდან, საკუთარი სამმართველო სისტემა ჩამოაყალიბა, რამაც მომდევნო წელს პირველი ოსმალეთ-ვენეციის ომის წამოწყებას შეუწყო ხელი.
სწრაფი ფაქტები თარიღი, მდებარეობა ...
ლესბოსის ალყა (1462) |
---|
ევროპის ოსმალური ექსპანსიის ნაწილი |
ქალაქ მიტილენის ციხე |
თარიღი |
1462 წლის 1 სექტემბერი – 15 სექტემბერი |
---|
მდებარეობა |
ლესბოსი |
---|
შედეგი |
ოსმალთა გამარჯვება |
---|
მხარეები |
---|
|
მეთაურები |
---|
|
ძალები |
---|
50000 მეომარი
- 70 ჰოსპიტალიერი რაინდი
- 110 კატალონიელი მეკობრე
|
20000 მეომარი
|
|
დანაკარგები |
---|
|
დახურვა
მე-14 საუკუნის შუა ხანებში გატილუსიოს საგვარეულომ შეძლო ლესბოსზე ძალაუფლების მოპოვება ბიზანტიური პროტექტორატის გავლენის ქვეშ. 1453 წლისთვის გატილუსიოს სამფლობელო მოიცავდა ეგეოსის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე კუნძულთა უდიდეს ნაწილს. თუმცა, ამავე წელს მომხდარმა კონსტანტინოპოლის დაცემამ და ბიზანტიის იმპერიის გაქრობამ, გატილუსიოს პრობლემები გაუჩინა 一 სულთანი მას დღითიდღე უმცირებდა საკუთრებაში არსებულ მიწებს, რაც, საბოლოოდ, იმით დამთავრდა, რომ 1456 წლისთვის მას მხოლოდ კუნძული ლესბოსიღა შერჩა, იმის სანაცვლოდ რომ ის ოსმალეთს ყოველწლიურ ხარკს გადაუხდიდა. ამან გამოიწვია ნიკოლო გატილუსიოს, გატილუსიოს მამულის გამორჩეული წარმომადგენლის, უეცარი მოქმედებაც, როცა მან საკუთარ ძმას კუნძული წაართვა და ოსმალთა წინააღმდეგ გასალაშქრებლად მზადება დაიწყო. დიდი მონდომებისა და მოწოდების მიუხედავად, სხვა ევროპული სახელმწიფოებისგან დახმარების ხელი არავის გაუწვდია. მეჰმედ II-მ ლესბოსის წინააღმდეგ 1462 წლის აგვისტოს მოაწყო ლაშქრობა, სადაც ისინი ერთი თვის შემდეგ, იმავე წლის სექტემბერში, ჩავიდნენ. რამდენიმედღიანი შეტაკებების სერიის შემდეგ ოსმალებმა არტილერიის გამოყენება დაიწყეს და მიტილენის ციხის დაბომბვას შეუდგნენ. შეტევის მერვე დღეს ოსმალებმა ხელთ იგდეს ნავსადგურში არსებული თითქმის ყველა ციხესიმაგრე და კუნძულის სამხრეთში არსებული ქალაქი 一 მელანუდიონი. ამან მცველებს შორის პანიკა გააღვივა და ყველამ ბრძოლის ველის მიტოვებაზე დაიწყო ფიქრი. საბოლოოდ, ნიკოლო გატილუსიომ ციხე და კუნძულის დარჩენილი ნაწილი ამავე წლის 15 სექტემბერს დათმოიმ პირობით, რომ ოსმალთაგან გარკვეულ მამულს მიიღებდა საჩუქრად. ოსმალებმა მისი ეს პირობა არათუ არა აასრულეს, იგი კონსტანტინოპოლში გაიწვიეს, სადაც სიკვდილითაც დასაჯეს, ანალოგიური ბედი ეწიათ სხვა უამრავ მცველსაც, რომელთა უდიდესი ნაწილიც სულთნის სასახლეში მონად გაიყიდა. ოსმალეთის მმართველობა კუნძულ ლესბოსზე, მცირე შეფერხებების მიუხედავად, 1912 წლამდე გაგრძელდა.