ლენა დანჰემი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლენა დანჰემი (ინგლ. Lena Danhem; დ. 13 მაისი, 1986) — ამერიკელი მსახიობი, მწერალი და პროდიუსერი. იგი ცნობილია როგორც HBO-ს სატელევიზიო სერიალ „გოგონების“(2012-2017) შემქნელი და პროდიუსერი, რომლის შექმნისთვის იგი ნომინირდა ემისა და ოქროს გლობუსის ჯილდოს ორ ნომინაციაზე.[1][2] 2010 წელს ლენამ დაწერა, შემდგომ კი მონაწილეობა მიიღო თავისივე შექმნილ ფილმ „პაწია ავეჯში“, რომელშიც მონაწილეობით მან თავისუფალი სულის ჯილდო მოიგო. [3][4]
ლანა დანჰემი | |
---|---|
დაიბადა | 13 მაისი, 1986 (1986-05-13) (38 წლის) ნიუ-იორკი, აშშ |
ეროვნება | ![]() |
საქმიანობა |
|
2013 წელს დასახელდა ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის.[5] 2012 წლის შემოდგომაზე მსახიობმა ხელი მოაწერა 3,5 მილიონი აშშ დოლარის წიგნის ხელშეკრულებას, Random House Publishing–თან.
2014 წელს თავისი პირველი წიგნი გამოაქვეყნა, სახელით: „Not That Kind of Girl: A Young Woman Tells You What She's "Learned"“.
დანჰემი გადაღებულია რამდენიმე ფილმში, მათ შორისაა: „Supporting Characters“ (2012), „მოწიფული სიყვარული“ (2012), „ბედნიერი შობა“ (2014). სატელევიზიო სერიალებში, სერიალ „გოგონების“ გარდა, იგი მოწვეული მსახიობი იყო, რამდენიმე სერიალში: „სკანდალი“ (2015), „სიმფსონები“ (2015). 2017 წელს, „ამერიკული საშინელებათა ისტორია: კულტში“ მიიღო მონაწილეობა, სადაც მან ვალერი სოლანსის როლი შეასრულა.
დანჰემი რამდენიმე ჟურნალის გარეკანს ამშვნებს, მათ შორისაა: Vogue, Elle, Mar Claire და Rolling Stone-ი.
2018 წლის აგვისტოს ცნობილი გახდა ფაქტი რომ ლენა მონაწილეობას მიიღებდა ფილმში, სახელად: „ერთხელ ჰოლივუდში“. ფილმი გამოვიდა 2019 წლის 26 ივლისს.