From Wikipedia, the free encyclopedia
ლეილა ნორმა ეულალია ხოსეფა მაგისტრადო დე ლიმა (დ. 27 აგვისტო 1959) — ფილიპინელი პოლიტიკოსი, უფლებადამცველი და იურისტი. ფილიპინების კონგრესში სენატორის მოვალეობის შემსრულებელი (2016 წლის 30 ივნისიდან). მანამდე მას ეკავა იუსტიციის დეპარტამენტის მდივნის (2010-2015) და ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარის (2008-2010) თანამდებობები. ლიბერალური პარტიის წევრი (2015 წლიდან). მან დატოვა იუსტიციის მინისტრის პოსტი, რათა კენჭი ეყარა ფილიპინების სენატში 2016 წლის 9 მაისს. შედეგად, მან ფილიპინების სენატის მე -17 მოწვევის სენატში თორმეტი ადგილიდან ერთი დაიკავა.
ლეილა დე ლიმა არის ფილიპინების საარჩევნო კომისიის ( COMELEC ) ყოფილი კომისრის ვისენტე დე ლიმასა და ნორმა მაგისტრადოს უფროსი ქალიშვილი. [1] მისი დეიდის, ჯული დე ლიმას მეუღლე ფილიპინების კომუნისტური პარტიის დამფუძნებელი ხოსე მარია სისონია. ლეილა დე ლიმა იგი დაიბადა და გაიზარდა სამხრეთ კამარინესის პროვინციის ქალაქ ირიგაში.1980 წელს დაამთავრა დე ლა სალის უნივერსიტეტი ისტორიის ბაკალავრის ხარისხით. [2]1985 წელს მიიღო სამართლის ბაკალავრის ხარისხი (სალუტატორიანი) სან ბედას სამართლის კოლეჯში. [2] 1985 წელს ფილიპინების ადვოკატთა გამოცდებზე მე -8 ადგილი დაიკავა 86.26% -იანი შეფასებით.
ლეილა დე ლიმამ იურიდიული საქმიანობა დაიწყო ისაგანი კრუსის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის პოზიციაზე 1986-1989 წლებში. 1989 წელს საადვოკატო ბიუროში მუშაობდა უმცროს იურისტად. ამავე თანამდებობაზე მუშაობა განაგრძი საადვოკატო ბიუროში „იარდელეზა“ 1991-1993 წლებში.
2016 წლის დეკემბერში ლიმას მხარდაჭერა გამოუცხადეს საერთაშორისო უფლებადამცველებმა და ჟურნალისტებმა მის წინააღმდეგ განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიების მიუხედავად, ფილიპინების პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს ნარკოპოლიტიკის (ნარკოტიკებთან ომის) გაკრიტიკების გამო, [3] 2017 წლის 17 თებერვალს ადგილობრივმა სასამართლომ ლიმას ბრალი წაუყენა.[4] 23 თებერვალს, მუნტინლუპას სასამართლომ გამოსცა ლეილა დე ლიმას დაპატიმრების ორდერი, სავარაუდოდ, ნარკოვაჭრობის შესახებ კანონის დარღვევისათვის.
დე ლიმა დაადანაშაულეს, თითქოსდა იყენებდა ფილიპინების იუსტიციის მინისტრის თანამდებობას ნარკოტიკებით ვაჭობის საქმიანობასთან დაკავშირებული კვალის დაფარვაში. ის მეორე დილას დააპატიმრეს.
2017 წლის 16 მარტს ევროპარლამენტმა დაგმო მკვლელობების ტალღა ფილიპინებზე (ე.წ. არამართლზომიერი მკვლელობები) და მოითხოვა დე ლიმას ციხიდან გათავისუფლება. პარლამენტმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ბრალდებები, რომლითაც სენატორი დე ლიმა დააპატიმრეს, თითქმის მთლიანად ყალბ ჩვენებებზე იყო აგებული. Amnesty International მიიჩნევს, რომ სენატორი დე ლიმა არის "სინდისის პატიმარი".[5] [6]მიუხედავად პატიმრობისა, ლიმა კვლავ პრეზიდენტ დუტერტეს პოლიტიკის მოწინააღმდგეა. ის რჩება ფილიპინების სენატისა და ფილიპინების ლიბერალური პარტიის წევრად.[7][8][9]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.