From Wikipedia, the free encyclopedia
ლეილათეფეს კულტურა (აზერ. Leylatəpə mədəniyyəti) — ენეოლითის ხანის არქეოლოგიური კულტურა, რომელიც განლაგებული იყო ცენტრალური კავკასიის სამხრეთ ნაწილში (თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორია, აღდამის რაიონი) დათარიღებულია ძვ. წ. 4350-4000 წლებით.
ლეილათეფეს კულტურის ძეგლები პირველად გამოყო ცნობილმა არქეოლოგმა ი. ნარიმანოვმა XX საუკუნის 80-იან წლებში, რომელიც გათხრებს აწარმოებდა მოცემული კულტურის იმ დროისათვის ერთადერთ ძეგლზე.[1]
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონებში ლეილათეფეს კულტურის ძეგლების შესწავლა გააქტიურდა. მოგვიანებით 2010-იანი წლების დასაწყისში აღსთაფის რაიონში არქეოლოგიური გათხრების შედეგად კიდევ რამდენიმე ნასახლარი აღმოაჩინეს, რომლებიც აღნიშნულ კულტურას მიეკუთვნებოდა.[1]
აღნიშნული კულტურისათვის დამახასიათებელია სამარხებად გამოყენებული კერამიკულ ჭურჭელი. მსაგვსი სამარხი ჭურჭლები სამხრეთ კავკასიაში დასავლეთ საქართველოში გვხვდება.[2]
ლეილათეფეს კულტურა გენეტიკურად უკავშირდება ჩრდილოუბაიდურ გვიანენეოლითურ ძეგლებს, კერძოდ ანატოლიის აღმოსავლეთ რაიონის ნასახლარებს (არსლანთეფე, ქორუჩუ-თეფე, თეფეჩიქი და სხვ.).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.