From Wikipedia, the free encyclopedia
ლეიბორისტული პარტია (ინგლ. Labour Party) — მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკური პარტია და მმართველი ძალა გაერთიანებულ სამეფოში.
ლეიბორისტული პარტია | |
---|---|
Labour Party | |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი | კირ სტარმერი |
თავმჯდომარე | ანჯელა რეინერი |
გენერალური მდივანი | დევიდ ევანსი |
ისტორია | |
დაფუძნდა | 27 თებერვალი, 1900 |
პოზიციები | |
იდეოლოგია |
სოციალ-დემოკრატია[1] დემოკრატიული სოციალიზმი[2] |
პოლიტიკური პოზიცია | მემარცხენე-ცენტრიზმი |
საერთაშორისო კავშირები | |
ევროპული აკრედიტაცია | ევროპელი სოციალისტების პარტია |
წევრი | 519,000[3] |
ფერები | |
შტაბ-ბინა | ლონდონი[4] |
labour.org.uk |
პარტია დაარსდა 1900 წელს, როგორც მუშათა წარმომადგენელთა კომიტეტი. 1906 წლიდან ამჟამინდელი სახელი ჰქვია. 1918 წლის თებერვალში მიღებულ იქნა ლეიბორისტული პარტიის წესდება-კონსტიტუცია. ამავე წლის აგვისტოში მიიღეს პროგრამული დოკუმენტი „შრომა და ახალი სოციალური წყობა“.
პარტიის ორიენტაცია სოციალ-დემოკრატიულია და დაკავშირებულია პროფკავშირების მოძრაობასთან. პირველად მთავრობაში მოვიდა 1924 წელს. 2010-2015 წლებში ლეიბორისტული პარტიის ლიდერი იყო ედ მილიბენდი, რომელიც 2015 წლის გენერალურ არჩევნებში პარტიის დამარცხების გამო პოსტიდან გადადგა, ხოლო მისი ადგილი ჯერემი კორბინმა დაიკავა. 2024 წლის 4 ივლისს ლეიბორისტულმა პარტიამ, კირ სტარმერის ხელმძღვანელობით, დიდი გამარჯვება მოიპოვა გაერთიანებული სამეფოს საყოველთაო არჩევნებში, რითაც თემთა პალატის 650-კაციან შემადგენლობაში ლეიბორისტები 412 ადგილს დაიკავებენ.[5]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.