![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e6/Joanne_World_Tour_%252837331557385%2529.png/640px-Joanne_World_Tour_%252837331557385%2529.png&w=640&q=50)
ლედი გაგას დისკოგრაფია
From Wikipedia, the free encyclopedia
ამერიკელმა პოპ მომღერალმა და სიმღერების ავტორმა ლედი გაგამ გამოსცა ხუთი სტუდიური ალბომი, სამი კომპილაცია, სამი ვიდეო ალბომი, ოთხი EP ალბომი, 25 სინგლი (მათ შორის ორი სხვა მომღერალთან ერთად) და 7 პრომო სინგლი. გაგას დებიუტი შედგა 2008 წლის აგვისტოში სტუდიური ალბომით — The Fame,[1] რომელმაც დაიკავა ნომერ მეორე პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების ბილბორდის ალბომების ჩარტში და სერტიფიცირებებული იქნა ოთხმაგი პლატინით.[2][3] ალბომმა ასევე მიაღწია დიდ წარმატებას ევროპაში და დაიკავა პირველი პოზიციები გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ჩარტებში.[4][5] ალბომის პირველი ორი სინგლი — „Just Dance“ და „Poker Face“ საერთაშორისო ჰიტებად იქცა და დაიკავეს პირველი პოზიცია ავსტრალიის, კანადის, დიდი ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებულ შტატებში.[6][7][8] დამატებით ალბომიდან გამოცემული იქნა სამი სინგლი — „Eh, Eh (Nothing Else I Can Say)“, „LoveGame“ და ბოლო სინგლი „Paparazzi“ რომელიც შევიდა მრავალი ქვეყნის ტოპ ათეულში, ხოლო დაიკავა პირველი პოზიცია გერმანიაში.[4]
ლედი გაგას დისკოგრაფია | |
---|---|
![]() | |
სტუდიური ალბომები | 5 |
კომპილაციური ალბომები | 3 |
ვიდეო ალბომები | 3 |
მუსიკალური ვიდეოები | 28 |
EP-ები | 4 |
სინგლები | 28 |
საუნდტრეკები | 1 |
პრომო სინგლები | 10 |
მოგვიანებით 2009 წლის ნოემბერში გაგამ გამოსცა ალბომ The Fame-ის დელუქს ვერსია The Fame Monster, რომელიც ასევე გამოიცა როგორც სტანდარტული EP ალბომი.[9] ალბომმა ავსტრალიის ჩარტში დაიკავა პირველი პოზიცია, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიკავა მეხუთე პოზოცია და მოგვიანებით სერტიფიცირებებული იქნა პლატინით.[2][3][6] მისი პირველი სინგლი — „Bad Romance“ საერთაშორისო ჰიტად იქცა და დაიკავა პირველი პოზიცია თორმეტზე მეტ ქვეყანაში ხოლო აშშ-ში დაიკავა მეორე პოზიცია.[10][7][11][8][12][13] ასევე ალბომის შემდეგმა ორმა სინგლმა — „Telephone“ და „Alejandro“ მოიპოსვეს საერთაშორისო წარმატება და შევიდნენ მრავალი ქვეყნის ტოპ ათეულებში.[14][15] 2012 წლის აპრილის მონაცემებით The Fame-ის და The Fame Monster-ის გაყიდვების რიცხვმა მსოფლიოს მასშტაბით 15 მილიონს გადააჭარბა.[16] 2010 წლის დასასრულს გაგამ გამოსცა პირველი კომპილაცია — The Remix სადაც შესულია The Fame-ის და The Fame Monster-ის სიმღერების რემიქსები. კომპილაციამ აშშ-ის ჩარტში დაიკავა ნომერ მეექვსე პოზიცია ხოლო შევიდა კანადის და დიდი ბრიტანეთის ტოპ ხუთეულში.[2][5][17] ალბომი მოსფლიოს მასშტაბით გაიყიდა 500,000-ზე მეტ ეგზემპლარად და დასახელდა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე კარგად გაყიდვავდ რემიქს ალბომად.[18]
მომღერლის მეორე სტუდიური ალბომი — Born This Way გამოიცა 2011 წლის მაისში[19] და დაიკავა ნომერ პირველი პოზიცია 20-ზე მეტ ქვეყანაში მათ შორის აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში. ალბომის პირველმა სინგლმა — „Born This Way“ საერთაშორისო წარმატება მოიპოვა და დაიკავა პირველი პოზიცია 19-ზე მეტ ქვეყანაში მათ შორის ექვსი კვირის განმავლობაში იკავებდა პირველ პოზიციას აშშ-ის ცხელ ასეულში. ალბომიდან დამატებით გამოიცა ოთხი სინგლი — „Judas“, „The Edge of Glory“, „Yoü and I“ და „Marry the Night“. 2013 წელს გაგამ გამოსცა მესამე სტუდიური ალბომი — ARTPOP, რომლის პირველმა ორმა სინგლმა — „Applause“ და „Do What U Want“ დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის ჩარტებში წარმატება მოიპოვეს. 2014 წლის სექტემბერში გაგამ ითანამშრომლა ამერიკელ ჯაზ მომღერალ ტონი ბენეტთა, რომელთან ერთადაც გამოუშვა ჯაზის ტანდარტების ალბომი — Cheek to Cheek ალბომმა აშშ-ის ჩარტში დაიკავა ნომერ პირველი პოზიცია და სერტიფიცირებებული იქნა ოქროთი.[20] 2016 წლის ოქტომბერში გაგამ გამოსცა მეხუთე სტუდიური ალბომი — Joanne რომელმაც აშშ-ის ჩარტში დაიკავა პირველი პოზიცია, რითიც გაგა გახდა პირველი ქალი რომლის ოთხმა ალბომმა XXI საუკუნის მეორე ათწლეულში დაიკავა პირველი პოზიცია.[21] ალბომის პირველმა სინგლმა — „Perfect Illusion“ დაიკავა პირველი პოზიცია ესპანეთის და საფრანგეთის ჩარტებში[22], ხოლო მეორე სინგლმა — „Million Reasons“ დაიკავა მეოთხე პოზიცია აშშ-ის ჩარტში.
2016 წლის იანვრის მონაცემებით გაგას მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული აქვს 27 მილიონი ალბომი და 146 მილიონი სინგლი.[23] აქედან 7.25 მილიონი სინგლი გაყიდული აქვს დიდ ბრიტანეტში[24] და 10.4 მილიონი ალბომი აშშ-ში.[25] ასევე ის არის აშშ-ში პირველი და ერთადერთი არტისტი რომლის ორი სიმღერა („Poker Face“ და „Just Dance“) 7 მილიონზე მეტ ციფრულ ეგზემპლარად გაიყიდა.[26] ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის (RIAA) მონაცემების მიხედვით ის არის ნომერ მეოთხე საუკეთესოდ გაყიდვავდი ციფრული სინგლების ავროტი, 59 მილიონი სერტიფიცირებებული სინგლით.[27]