ESO-ს კუთვნილი ობსერვატორია ჩილეში From Wikipedia, the free encyclopedia
ლა-სილიის ობსერვატორია — ასტრონომიული ობსერვატორია ჩილეში, რომელსაც მართავს ევროპის სამხრეთული ობსერვატორია (ESO). აღჭურვილია რამდენიმე ტელესკოპით. ობსერვატორია ერთ-ერთი უდიდესია სამხრეთ ნახევარსფეროში და პირველი ჩილეში, რომელიც ESO-მ ააშენა.[1]
ლა-სილიის ობსერვატორია | |||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ესპ. La Silla Observatory | |||||||||||||||||||
29°15′27″ ს. გ. 70°44′15″ დ. გ. | |||||||||||||||||||
ორგანიზაცია | ევროპის სამხრეთული ობსერვატორია | ||||||||||||||||||
კოდი | 809 | ||||||||||||||||||
ქვეყანა | ჩილე, კოკიმბოს რეგიონი | ||||||||||||||||||
სიმაღლე ზ. დ. | 2 400 | ||||||||||||||||||
დაარსდა | 1964 | ||||||||||||||||||
ოფიციალური საიტი | http://www.ls.eso.org/index.html | ||||||||||||||||||
|
ლა-სილიის ტელესკოპები და ინსტრუმენტები მდებარეობს ქალაქ ლა-სერენიდან 150 კილომეტრით ჩრდილო-აღმოსავლეთით, ატაკამის უდაბნოს ჩილეური ნაწილის კიდესთან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მშრალი და იზოლირებული ადგილია მთელ დედამიწაზე.
ამ გეოგრაფიული არეალის სხვა ობსერვატორიების მსგავსად, ლა-სილია შორს მდებარეობს ნებისმიერი სახის სინათლის წყაროსგან; მათ შორისაა პარანალის ობსერვატორია, სადაც განთავსებულია ძლევამოსილი Very Large Telescope. არეალის ცა ერთ-ერთი ყველაზე ბნელია დედამიწაზე.
1963 წელს ESO-მ ჩილე თავისი მომავალი ობსერვატორიის ადგილად შეარჩია[3] და შესაბამისი ჯგუფები სხვადასხვა ადგილის დასაზვერად გაგზავნა, რათა განესაზღვრათ შესაბამისობა. საბოლოოდ, შეირჩა ადგილი ატაკამის უდაბნოს სამხრეთ ნაწილში, დედაქალაქ სანტიაგოდან 600 კილომეტრით ჩრდილოეთით, ზღვის დონიდან 2400 მეტრზე. ადგილი მართლაც იდეალური იყო — მშრალი, ბრტყელი და ადვილად მისადგომი, იზოლირებული და მოშორებული ყველანაირი ხელოვნური სინათლისა და მტვრის წყაროსგან. თავდაპირველად მას ჩინჩადო უწოდეს, შემდეგ კი ლა-სილია, რაც ესპანურად უნაგირს ნიშნავს; ადგილის მოყვანილობა მართლაც წააგავს უნაგირს.[4] 1964 წლის 30 ოქტომბერს, კონტრაქტებს ხელი მოეწერა და უკვე მომდევნო წელს, ESO-მ ჩილესგან 245 კვადრატული მილის ფართობის ტერიტორია იყიდა. 1965 წელს აშენდა დროებითი ობიექტები, მათ შორის საცხოვრებელი შენობები, სასემინარო და საკუჭნაო არეალები. ადგილის მწვერვალამდე გზის გაყვანა 1966 წელს დასრულდა.
1969 წლის 25 მარტს, ლა-სილია ოფიციალურად გახსნა ჩილეს პრეზიდენტმა ედუარდო ფრეი მონტალვამ. დასრულდა მუდმივი საცხოვრებლები, სამუშაო არეალები, სასტუმროები, ტელესკოპები — ობსერვატორია სრული დატვირთვით ამუშავდა. 1960-იანი წლების ბოლოს დაყენდა ESO-ს 1,5 და 1-მეტრიანი ტელესკოპები, 1968 წელს კი დაემატა დიდი პრიზმის ობიექტივით აღჭურვილი ტელესკოპი, რომელსაც მანამდე სამხრეთ აფრიკაში იყენებდნენ.[5]
1976 წელს ფუნქციონირება დაიწყო უმსხვილესმა, 3,6 მეტრიანმა ტელესკოპმა § ESO-მ.[6] 1984 წელს დამონტაჟდა 2,2 მეტრიანი ტელესკოპი, 1989 წელს კი ახალი ტექნოლოგიების ტელესკოპის (NTT) პირველი შუქი შედგა.[7] პროგრამამ პიკს 1987 წელს მიაღწია, როდესაც დამონტაჟდა ტელესკოპი SEST (ESO-ს შვედური სუბმილიმეტრული ტელესკოპი), ერთადერთი სუბმილიმეტრული ტელესკოპი სამხრეთ ნახევარსფეროში, რომელიც ESO-სა და შვედეთის ბუნების მეცნიერებათა კვლევის საბჭოს ერთობლივი პროექტი იყო. მეოცე საუკუნის მიწურულს დაიხურა ზოგიერთი მოძველებული ტელესკოპი, მათ შორის შმიდტი 1998 წელს და 1,5 მეტრიანი ტელესკოპი 2002 წელს. თუმცა, ობსერვატორიას შეემატა სხვა ობსერვატორიების კუთვნილი ტელესკოპები — 1998 წელს გაიხსნა მარსელის ობსერვატორიის 1-მეტრიანი ტელესკოპი, 2000 წელს კი ჟენევის ობსერვატორიის კუთვნილი 1,2-მეტრიანი ტელესკოპი.[8]
ლა-სილიაში ESO ამუშავებს სამ ძირითად ოპტიკურ ინფრაწითელ ტელესკოპს:[9] ახალი ტექნოლოგიების ტელესკოპს (NTT), 3,6 მეტრიან ტელესკოპ §ESO-ს და 2,2-მეტრიან მაქს პლანკის ტელესკოპს (MPG/ESO Telescope). გარდა ამისა, ობსერვატორიაში ფუნქციონირებს სხვადასხვა ეროვნული თუ კონკრეტული პროექტის ტელესკოპები, რომლებიც ESO-ს დაქვემდებარებაში არაა.[10]
3,6-მეტრიანმა ტელესკოპმა ფუნქციონირება 1976 წელს დაიწყო და მას შემდეგ ის მუდმივად ახლდება;[11] დაემატა ახალი, მეორე სარკე, რის შედეგადაც ტელესკოპი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და პროდუქტიული გახდა ასტრონომიულ კვლევებში. ამ ტელესკოპს გააჩნია HARPS-ი (მაღალი სიზუსტის რადიალურად მბრუნავი პლანეტების მძებნელი) — პლანეტებზე მონადირე მსოფლიოში სახელგანთქმული ხელსაწყო.[12] HARPS-ი არის სპექტროგრაფი შეუდარებელი სიზუსტით და დაბალმასიანი ეგზოპლანეტების დღემდე უკონკურენტო და წარმატებული მაძიებელი. 2008 წლიდან, HARPS-ი ერთადერთი ხელსაწყოა, რომელიც 3,6-მეტრიან ტელესკოპს გააჩნია.[13]
ESO-ს ახალი ტექნოლოგიების ტელესკოპი (NTT) წარმოადგენს Alt-Az, 3,58-მეტრიან Richey-Chretien ტელესკოპს, რომელიც მოწინავეა აქტიური ოპტიკის გამოყენებით. ტელესკოპი და მისი აღჭურვილობა რევოლუციურია ოპტიმალური სურათის ხარისხის თვალსაზრისით.[14] NTT-ს პირველი შუქი 1989 წლის მარტში შედგა. იდეალურადაა მოწყობილი ტელესკოპის შენობის ვენტილაცია. გადახურების თავიდან ასაცილებლად, ტელესკოპის ყველა ძრავს გააჩნია წყლის გაგრილება. არსებობს ყველა პირობა იმისათვის, რომ გადაღებული ფოტოები გამოვიდეს ბრწყინვალე ხარისხის.
1984 წლიდან, ლა-სილიაში ფუნქციონირებს 2,2-მეტრიანი ტელესკოპი, რომელიც ESO-ს განუსაზღვრელი ვადით გადასცა გერმანულმა მაქს პლანკის საზოგადოებამ. ტელესკოპის გამოყენების დროს ინაწილებენ ESO და მაქს პლანკის საზოგადოება, თუმცა მისი ოპერირება და მოვლა ESO-ს პასუხისმგებლობის ქვეშაა. ტელესკოპი აღჭურვილია სამი ინსტრუმენტით: 67 მეგაპიქსელიანი Wide Field Imager-ით, რომელსაც გადაღებული აქვს ცის ობიექტების მრავალი გასაოცარი ფოტო; GROND-ით — გამა-გამოსხივების ოპტიკურ-ინფრაწითელი დეტექტორით, რომელიც სამყაროს ყველაზე დიდი აფეთქებების სიგნალებზე ნადირობს და მაღალი რეზოლუციის მქონე სპექტროგრაფ FEROS-ით, რომელიც ვარსკვლავების შესწავლის დეტალიზაციას ახდენს.[15] ლა-სილიის 2,2-მეტრიანი ტელესკოპის ტყუპი ტელესკოპი განთავსებულია სამხრეთ ესპანეთში, კალარ-ალტოს ობსერვატორიაში.[16]
ლა-სილიაში ასევე განთავსებულია რამდენიმე სახელმწიფო და ცალკეული პროგრამებისათვის განკუთვნილი ტელესკოპი, რომლებიც ESO-ს მიერ არ ოპერირებს. მათ შორისაა შვეიცარიული ეულერის ტელესკოპი, დანიის ეროვნული ტელესკოპი და REM, TRAPPIST და TAROT ტელესკოპები.[17]
ESO-ს შმიდტის 1-მეტრიანი ტელესკოპი თავის დროზე იმისათვის შეიქმნა, რომ ცის ფართოველიანი ხედი მიეღოთ — დაახლოებით 64 მთვარის ზომის ექვივალენტი. აშენდა 1971 წელს და ერთ-ერთი პირველი ტელესკოპი იყო ლა-სილიაში; ჯერ კიდევ იყენებდა ფოტოფირს. 2009 წელს იგი იელის უნივერსიტეტის ასტრონომიის დეპარტამენტის დისტანციურად კონტროლირებადი პროექტის ტელსკოპი გახდა და მას შემდეგ ემსახურება ასტრონომიულ კვლევებს, რომლებიც მიმართულია კოპიერის სარტყლის ახალი ობიექტების აღმოჩენისკენ, პერიოდული ცვალებადი ვარსკვავებისა და სუპერნოვების შესწავლისკენ.[18] მასში ჩამონტაჟებულია იელის 160 მეგაპიქსელიანი კამერა.
1,2-მეტრიანი ეულერის ტელესკოპი დაამზადა და ეკუთვნის შვეიცარიის ჟენევის ობსერვატორიას. რადიალური მოძრაობის მეთოდით, მაღაი სიზუსტის გაზომვებისთვის იგი იყენებს სპექტროგრაფ CORALIE-ს; გაზომვის ეს გზა დოპლერის მეთოდითაა ცნობილი. ძირითადად მიმართულია სამხრეთ ნახევარსფერის ცის ეგზოპლანეტების საძიებლად. მისი პირველი აღმოჩენა იყო 35 სინათლის წლის მოშორებით მდებარე ვარსკვლავ Gliese 86-ის გარშემო მოძრავი პლანეტა.[19] ტელესკოპი ასევა აკვირდება ცვალებად ვარსკვლავებს, ასტეროსეისმოლოგიას, გამა-გამოსხივებას, აქტიურ გალაქტიკათა ბირთვებსა და გრავიტაციულ ლინზირებას.[20]
1,54-მეტრიანი დანიის ეროვნული ტელესკოპი Grubb-Parsons-მა ააშენა და ლა-სილიაში 1979 წლიდან ფუნქციონირებს. იყენებს Off-axis-ის ოპტიკური სისტემას.[21]
Rapid Eye Mount (REM) ტელესკოპი პატარა სწრაფი რეაქციების ავტომატური ტელესკოპია 60 სანტიმეტრიანი სარკით. ტელესკოპმა ალტ-აზიმუტური მეთოდით ფუნქციონირება 2002 წელს დაიწყო. მისი ძირითადი დანიშნულება გამა-გამოსხივებაზე დაკვირვებაა.[17][22]
სწრაფი მოქმედების ტელესკოპი TAROT (ფრანგ. Télescope à Action Rapide pour les Objets Transitoires) განკუთვნილია გარდამავალი ობიექტებისათვის და წარმოადგენს ძალიან სწრაფად მოძრავ ოპტიკურ-რობოტულ ტელესკოპს, რომელსაც შეუძლია დაწყებისთანავე დააფიქსიროს გამა-გამოსხივების იმპულსები.[23] ტელესკოპს მართავს საფრანგეთის ზემო პროვანსის ობსერვატორია.
ბელგიური ტელესკოპი TRAPPIST (Transiting Planets and Planetesimals Small Telescope) ლიეჟის უნივერსიტეტისა და ჟენევის ობსერვატორიის ერთობლივი პროექტია. 0,60-მეტრიანი ტელესკოპი სპეციალიზებულია კომეტებზე, ეგზოპლანეტებზე და ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე ტელესკოპიდან, რომლებიც ჯუჯა პლანეტა ერისს აკვირდებოდა. TRAPPIST-ის საშუალებით დადგინდა, რომ ერისი სავარაუდოდ პლუტონზე პატარაა.[24]
ტელესკოპები, რომლებიც ლა-სილიაში ხმარებიდან ამოიღეს:[25]
ობსერვატორიის მუშაობასთანდ აკავშირებით, წელიწადში დაახლოებით 300 რეფერირებული პუბლიკაცია გამოიცემა; რის შედეგადაც ლა-სილია ასტრონომიული საქმიანობის მოწინავე ხაზზე რჩება. ობსერვატორიას ეკუთვნისმრავალი უდიდესი სამეცნიერო აღმოჩენა, რომელთა შორის რამდენიმე ისტორიაში პირველიც იყო. სპექტროგრაფი HARPS-ი უკონკურენტო ჩემპიონია დაბალი მასის მქონე ეგზოპლანეტების ძიებაში. მან აღმოაჩინა პლანეტური სისტემა ვარსკვლავ Gliese 581-ის გარშემო, სადაც მდებარეობს პირველი ცნობილი კლდოვანი პლანეტა მზის სისტემის მიღმა, რომელიც საცხოვრებელ ზონაშია განთავსებული.[29] ლა-სილიის რამდენიმე ტელესკოპმა გადამწყვეტი როლი ითამაშა გამა-გამოსხივების იმპულსების შესწავლაში, რაც წარმოადგენს ყველაზე ენერგიულ აფეთქებებს სამყაროში დიდი აფეთქების შემდეგ, რასაც მასიური ვარსკვლავების აფეთქებები განაპირობებს. 1987 წლიდან, ESO-ს ლა-სილიის ობსერვატორიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბოლო დროის უახლოესი სუპერნოვის — SN 1987A-ის შესწავლაში.
2011 წლის 2 თებერვალს, 2,2-მეტრიანი ტელესკოპის Wide Field Imager-ის გამოყენებით,[30] ასტრონომებმა აღმოაჩინეს უჩვეულოდ მკაფიო დისკოსებრი გალაქტიკა NGC 3621.[31]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.