ეროვნული პარკი ჩრდილოეთ ესტონეთში From Wikipedia, the free encyclopedia
ლაჰემაა — ეროვნული პარკი ჩრდილოეთ ესტონეთში, დედაქალაქ ტალინიდან 70 კმ-ით აღმოსავლეთით. მოიცავს 725 კმ² ტერიტორიას. შეიქმნა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 1971 წელს. ფართობის მხრივ უდიდესია ესტონეთში და ერთ-ერთი უდიდესი ევროპაში. ძირითადი დანიშნულებაა დაცვა, კვლევა და ჩრდილოეთევროპული ლანდშაფტის, ეკოსისტემების, ბიომრავალფეროვნებისა და ეროვნული საგანძურის ხელშეწყობა.
ლაჰემაის ეროვნული პარკი
Lahemaa rahvuspark | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი) | |
მდებარეობა | ესტონეთი |
კოორდინატები | 59°34′16″ ჩ. გ. 25°48′01″ ა. გ. |
ფართობი | 725 კმ² |
დაარსდა | 1971 |
ლაჰემაა ესტონეთის ერთ-ერთი უმთავრესი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. მისი 70%-ზე მეტი ტყეებითაა დაფარული, მდიდარია ფლორა და ფაუნა; მრავლადაა ჭაობი. გაყვანილია ტურისტული ბილიკები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.