From Wikipedia, the free encyclopedia
ლატიფ საფაროვი (აზერ. Lətif Bəşir oğlu Səfərov; 30 სექტემბერი, 1920 — 9 დეკემბერი, 1963) — აზერბაიჯანელი რეჟისორი, სცენარისტი.
ლატიფ საფაროვი აზერ. Lətif Səfərov | |
---|---|
მშობლიური სახელი | აზერ. Lətif Bəşir oğlu Səfərov |
დაბადების თარიღი |
30 სექტემბერი, 1920 შუშა, აზერბაიჯანის სსრ |
გარდაცვალების თარიღი |
9 დეკემბერი, 1963 (43 წლის) ბაქო, აზერბაიჯანის სსრ |
გარდაცვალების მიზეზი | თვითმკვლელობა |
ეროვნება | აზერბაიჯანელი |
საქმიანობა | რეჟისორი, სცენარისტი |
მეუღლე(ები) | 1-ლი: ფაინა ნიკოლაევნა; მე-2: შოვქათ ალექპეროვა |
შვილ(ებ)ი | 3 შვილი (ორი პირველი ქორწინებიდან; ერთი მეორე ქორწინებიდან) |
ლატიფ საფაროვი დაიბადა შუშაში 1920 წლის 30 სექტემბერს. 1931 წელს ჩაირიცხა განჯის პედაგოგიურ კოლეჯში. სკოლის დამთავრების შემდეგ ბაქოში ჩადის, სადაც მუშაობდა დუბლირების განყოფილებაში მსახიობად, შემდეგ კი რეჟისორის ასისტენტად.
1940 წელს ლატიფ საფაროვი ჩაირიცხა მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო განყოფილებაში. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ სწავლას ხელი შეუშალა და დროებით იძულებული გახდა შეეწყვიტა. 1941-1946 წლებში მუშაობდა ბარდაში მასწავლებლად. 1946 წელს დაბრუნდა მოსკოვში და განაგრძო განათლების მიღება.
1950-იანი წლების დასაწყისში მან რამდენიმე დოკუმენტური ფილმის დამდგმელი რეჟისორი იყო.
1955 წელს საფაროვმა გადაიღო თავისი პირველი ფილმი „ბახტიარი“. მთავარ როლზე ცნობილი აზერბაიჯანელი მომღერალი რაშიდ ბეჰბუდოვი იყო მიწვეული[1].
1957 წელს საფაროვმა გადაიღო მხატვრული ფილმი მცხუნვარე მზის ქვეშ“ ჰასან სეიდბეილის ნაწარმოების „სოფლის ექიმის“ მიხედვით[2].
1958 წელს გადაიღო კინონარკვევი „ბაქო და ბაქოს ხალხი“[3].
1961 წელს გადაიღო ფილმი „ლეილი და მეჯნუნი“[4].
1958 წელს დააფუძნა აზერბაიჯანის სსრ-ს კინემატოგრაფისტთა კავშირი. ამავე წელს აირჩიეს კავშირის პირველ მდივნად. 1963 წელს მოხსნეს აზერბაიჯანის კინემატოგრაფისტთა კავშირის სამდივნოდან[5].
1963 წლის 9 დეკემბერს ლატიფ საფაროვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა[6].
ლატიფ საფაროვი ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი ცოლი იყო რუსი ქალი, სახელად ფაინა ნიკოლაევნა, რომელთან ერთადაც ერთ კურსზე სწავლობდნენ. ამ ქორწინებიდან რეჟისორს ორი შვილი შეეძინა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ფაინამ მიატოვა იგი და შვილებთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა[7].
1955 წელს ლატიფ საფაროვმა გაიცნო ცნობილი მომღერალი შოვქათ ალექპეროვა, რომელიც გადასაღებ მოედანზე გაიცნო და მასთან შექმნა ოჯახი. ამ ქორწინებიდან მათ შეეძინათ შვილი, სახელად ბაშირი[7].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.