ლაო-ძი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლაო-ძი — ძვ.წ. VI საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ჩინელი ფილოსოფოსი, რომლის ვინაობა ზუსტად დადგენილი არ არის. თავად სიტყვა „ლაო-ძი“ ნიშნავს მოხუც ფილოსოფოსს, მასწავლებელს. ამ ადამიანზე ათასგვარი ლეგენდა დადის. ამბობენ, რომ სიცოცხლის მიწურულს მან ხარზე ამხედრებულმა დატოვა სამშობლო ჩინეთი და გადაიხვეწა. ლაო-ძიმ კაცობრიობას „დაო დე ძინი“ უანდერძა, უზენაესი სიყვარულითა და სიკეთით რომ აღავსებდა ყოველ არსებას. თავად კი უსასრულობას და დაოს გაწყვდიადებულ, გასხივოსნებულ წიაღს დაუბრუნდა. მისი სული სამყაროს მარადიულ სულში გაიმქვრა და გარდაიცვალა. მან აღასრულა ის, რასაც თავისი მოძღვრებით ქადაგებდა. ამიტომ გაამითიურეს და გააღვთიურეს მისი სახელი, ხოლო მის ბრძნულ წიგნს კაცობრიობიბის მარადიული საგანძური უწოდეს. დაო დე ძინმა საფუძველი ჩაუყარა ჩინეთის რელიგიურ-ფილოსოფიურ მიმდინარეობას დაოსიზმს. თავდაპირველად დაოსიზმი მხოლოდ ფილოსოფიური მიმდინარეობა იყო, მაგრამ ახ.წ. მეორე საუკუნეში წარმოიშვა რელიგია რომელსაც ასევე დაოსიზმი უწოდეს.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ლაო-ძი}} |
ლაო-ძი | |
---|---|
ჩინ.: 老子 | |
დაბადების თარიღი | ძვ. წ. VI საუკუნე[1] |
დაბადების ადგილი | Chu |
გარდაცვალების თარიღი | ძვ. წ. V საუკუნე[1] |
გარდაცვალების ადგილი | ჩინეთი |
ფსევდონიმი | Dan Li[2] , Er Li[2] და Tan Li[2] |
საქმიანობა | ფილოსოფოსი[3] [4] , არქავისტი[4] , მწერალი[5] და Taoist |
მოქალაქეობა | ჯოუს დინასტია |
Magnum opus | დაო დე ძინი |
შვილ(ებ)ი | Li Zong[6] |