![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a8/VST_images_the_Lagoon_Nebula.jpg/640px-VST_images_the_Lagoon_Nebula.jpg&w=640&q=50)
ლაგუნის ნისლეული
გიგანტური ვარსკვლავთშორისი ღრუბელი მშვილდოსნის თანავარსკვლავედში. / From Wikipedia, the free encyclopedia
ლაგუნის ნისლეული (კატალოგში როგორც მესიე 8 ან M8, NGC 6523, RCW 146 და Gum 72) — გიგანტური ვარსკვლავთშორისი ღრუბელი მშვილდოსნის თანავარსკვლავედში. კლასიფიცირებულია როგორც ემისიონური ნისლეული და H II რეგიონი.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a8/VST_images_the_Lagoon_Nebula.jpg/640px-VST_images_the_Lagoon_Nebula.jpg)
ნისლეული 1654 წელს ჯოვანი გოდიერნამ აღმოაჩინა;[1] წარმოადგენს იმ ერთ-ერთ ვარსკვლავთწარმომქმნელ ნისლეულს, რომელიც შეუიარაღებელი თვალით სუსტად ჩანს ჩრდილოეთ განედებიდან. ბინოკლით იგი მოჩანს როგორც განსხვავებული ოვალური ღრუბლის მსგავსი ნაკრები, კაშკაშა გულით. მის უკანა ფონზე მოჩანს ღია ვარსკვლავთგროვა NGC 6530.