From Wikipedia, the free encyclopedia
ლაგუნა-კოლორადა (ესპ. Laguna Colorada — წითელი ტბა) — თავთხელი, მინერალების მაღალი შემცველობის ტბა ბოლივიის მაღალმთიანეთში. მისი ფართობი 60 კმ²-ია.
ლაგუნა-კოლორადა | |
---|---|
Laguna Colorada | |
კოორდინატები: 22°11′55″ ს. გ. 67°46′52″ დ. გ. | |
მდებარეობა | ბოლივია, პოტოსის დეპარტამენტი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 4 278 მ |
სიგრძე | 10.7 კმ |
სიგანე | 9.6 კმ |
ფართობი | 60 კმ² |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 35 კმ |
საშუალო სიღრმე | 35 სმ მ |
მაქსიმალური სიღრმე | 1.5 მ |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
ტბა მოიცავს ბურას (მინერალი) კუნძულებს. მათი თეთრი ფერი ერწყმის ტბის წითელ წყალს, რომელიც განპირობებულია მინერალებითა და წყალმცენარეების პიგმენტაციით.
ლაგუნა-კოლორადა რამსარის საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების შემადგენელი ნაწილია რამსარის კონვენციის თანახმად, რომელსაც ხელი მოეწერა 1971 წელს.[1]
ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ბინადრობს ჯეიმზის ფლამინგო (Phoenicoparrus jamesi).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.