![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/30/Labradorite.jpg/640px-Labradorite.jpg&w=640&q=50)
ლაბრადორიტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლაბრადორიტი — გაბროს ჯგუფის მაგმური ქანი. ძირითადად შედგება პლაგიოკლაზ ლაბრადორისაგან, მცირე რაოდენობით (5-7%) პიროქსენების, მადნეული და სხვა მინერალებისაგან. ლაბრადორიტი მეტწილად მსხვილმარცვლონი შავი ან მუქი ნაცრისფერი ქანია. ლაბრადორიტი, რომლის მონატეხზე ან გაპრიალებულ ზედაპირზე ლაბრადორის კრისტალები მოცისფრო-მომწვანოდ ბზინავს, ძალზე ლამაზია და იხმარება შენობების, ძეგლებისა და სხვათა მოსაპირკეთებლად. ლაბრადორიტის საბადოები ცნობილია უკრაინაში, ფინეთში, აშშ-ში, კანადაში.