ლაბოდა
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში და ჩრდილოეთ ოს / From Wikipedia, the free encyclopedia
ლაბოდა (რუს. Лабода) — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის კავკასიონზე, მდინარე რიონის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 4314 მ. აგებულია გრანიტოიდებით. ლაბოდის კალთები დანაწევრებულია ღრმა ნაპრალებით. ახასიათებს ნივალური ლანდშაფტი.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლაბოდა (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები ლაბოდა ...
ლაბოდა | |
---|---|
კოორდინატები: 42°53′23″ ჩ. გ. 43°28′40″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ჩრდილოეთი ოსეთი |
სიმაღლე | 4314 მ |
ქედი | რაჭის კავკასიონი |
დახურვა