კუს კუნძულები (ტავი-ტავი)
From Wikipedia, the free encyclopedia
კუს კუნძულები (ოფიციალურად კუს კუნძულების მუნიციპალიტეტი) ― მეხუთე კლასის მუნიციპალიტეტი ტავი-ტავის პროვინციაში, ფილიპინებში. 2020 წლის აღწერით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 5 683 ადამიანს შეადგენს.
სწრაფი ფაქტები ქვეყანა, შიდა დაყოფა ...
კუს კუნძულები Taganak | |
ქვეყანა | ფილიპინები |
---|---|
შიდა დაყოფა | Taganak Poblacion |
კოორდინატები | 6°05′00″ ჩ. გ. 118°19′00″ ა. გ. |
ფართობი | 62.50 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1 მეტრი |
მოსახლეობა | 5 683 (1 მაისი, 2020)[1] |
სატელეფონო კოდი | 68 |
საფოსტო ინდექსი | 7507 |
დახურვა
მუნიციპალიტეტი ასევე ცნობილია, როგორც ფილიპინების კუს კუნძულები,[2] [3] რათა მალაიზიის კუს კუნძულებისგან განარჩიონ. ადგილობრივები კუნძულებს ტაგანაკს უწოდებენ.
კუს კუნძულებზე მოხვედრა რთულია, რადგანაც რეგულარული ტრანსპორტი არ მოძრაობს, რაც კუს კვერცხებზე მონადირეთაგან კუნძულების დაცვას უწყობს ხელს. კუნძულზე რეინჯერთა სადგურიც მდებარეობს. კუნძული-მუნიციპალიტეტი და გარშემორტყმული წყლები კუს კუნძულების ველური ბუნების თავშესაფრის ნაწილია.