From Wikipedia, the free encyclopedia
კულმუხო (ლათ. Inula helenium) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მისი ღეროს სიმაღლე 1—2 მ აღწევს. აქვს მორიგეობით განლაგებული ფოთლები, კალათა ყვავილედში თავმოყრილი ყვითელი ყვავილები.
კულმუხო | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Inula helenium | ||||||||||||||
|
გავრცელებულია ევრაზიაში. თითქმის მთელ საქართველოში გვხვდება, სადაც იზრდება ნესტიან ადგილებში, მდინარის ნაპირებზე, ბუჩქნარებში დაბლობიდან მოკიდებული მთის შუა სარტყლამდე.
მისი ფესურა და ფესვები ინულინს და ეთეროვან ზეთს შეიცავს. კულმუხოს პრეპარატებს ამოსახველებელ საშუალებად ხმარობენ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.