From Wikipedia, the free encyclopedia
კრომლეხი — ნეოლითის დროინდელი მეგალითური ნაგებობა, ქვის ფილების წრიული ან კვადრატული ფორმის ნაგებობა. გავრცელებულია ბევრგან, განსაკუთრებით ჩრდილოეთ საფრანგეთსა და ინგლისში, გვხვდება ამიერკავკასიაშიც[1]. საქართველოში აგრძელებს დოლმენების არქეოლოგიურ კულტურას. ორი კრომლეხი აღმოჩენილია სოხუმის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშერაში.
კრომლეხის ძირითადი ნაწილია ცენტრალური მოედანი ანუ პირველი წრის შუაგული, რომელიც ზემოდან იფარებოდა დიდი ზომის ფილებით. სწორედ აქ ხდებოდა მიცვალებულის დაკრძალვა. ძვლებთან და კბილებთან ერთად ინვენტარი აღმოჩნდა წრეებს შორის და კრომლეხის გარეთაც. აღმოჩენილია შემდეგი სახის მასალა: პატარა ტოლჩები ჰორიზონტალური ყურით და შევრონისებრი ორნამენტით, მინიატურული ცრუყურიანი სასმისები, ქუსლგამოყვანილი ვარდისებრსარჩულიანი ნაძვისებრორნამენტიანი ქოთნები, ბრინჯაოს ფოთლისებრი და ალისებრი სატევრები, ბრინჯაოს ისრიპირები, შუბისპირები, რკინის სამკაპა ისრისპირი, რკინის კვერთხისპირი, რკინის დანა–ხანჯალი, ჭვირული სფეროსებრი დაფანჯრული სამკუთხა ფორმის, თავკვერიანი და წყვილი ცხვრის სტილიზებული გამოსახულებიანი საკინძეები, ბრინჯაოს ღუზისებრი ნივთი, მრგვალი და ოვალური ფორმის სასაფეთქლე რგოლები, ბრინჯაოს ბეჭდები და სხვა.
კრომლეხი დროის დიდ მონაკვეთზე გამოიყენებოდა ადამიანის მიერ როგორც დასაკრძალი ადგილი. ქვედა ზღვარი მისი არსებობისა არის ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარი, ხოლო ზედა ზღვარი კი გვიანი ბრინჯაოს ადრეული საფეხურია. ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში კრომლეხი წყვეტს არსებობას.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.