![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/9b/CUN2008_Oscar_party_Christina_Milian.jpg/640px-CUN2008_Oscar_party_Christina_Milian.jpg&w=640&q=50)
კრისტინა მილიანი
From Wikipedia, the free encyclopedia
კრისტინა მილიანი (ინგლ. Christina Milian; დ. 26 სექტემბერი, 1981, ჯერსი-სიტი, ნიუ-ჯერსი, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და მსახიობი. დაიბადა ჯერსი სიტიში და გაიზარდა მერილენდში. 19 წლის ასაკში ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Murder Inc. Records. 2001 წელს მილიანმა გამოუშვა სადებიუტო ალბომი. ნამუშევრიდან გამოუშვა სინგლები „AM to PM" და „When You Look At Me". „AM to PM" მოხვდა აშშ-ს ბილბორდის ცხელი ასეულის ტოპ 40-ში. 2003 წელს დაწერა სიმღერა „Call Me, Beep Me!", Disney Channel-ის ანიმაციური სერიალისთვის Kim Possible. 2004 წელს გამოუშვა თავისი მეორე სტუდიური ალბომი „It's About Time“. ალბომის პირველი სინგლი „Dip It Low" მეხუთე ადგილზე გავიდა ბილბორდის ცხელი ასეულის ჩარტში. მუსიკოსმა ასევე გამოუშვა მეორე სინგლი „Whatever U Want". ორივე სინგლი მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის ტოპ 10-ში.
კრისტინა მილიანი | |
---|---|
![]() | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 26 სექტემბერი, 1981 (1981-09-26) (42 წლის) |
დაბ. ადგილი | Jersey City[1] |
წარმოშობა | ჯერსი-სიტი, ნიუ-ჯერსი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპი |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი |
აქტიური | 1996 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
საიტი | christinamilian.com |
კრისტინა მილიანი ვიკისაწყობში |
2006 წელს გამოუშვა მესამე სტუდიური ალბომი So Amazin'. სინგლი „Say I" ბილბორდის ცხელი ასეულის ტოპ 30-ში მოხვდა. ალბომის გამოსვლიდან ერთ თვეში მილიანმა დატოვა ლეიბლი Island Records. 2009 წელს ხელი მოაწერა ლეიბლთან Interscope Records. სინგლი „Us Against the World" გამოვიდა 2008 წლის ოქტომბერში.
მუსიკალური კარიერის გარდა, მილიანმა 2003 წელს ითამაშა ფილმში Love Don't Cost a Thing. ასევე გამოჩნდა 2006 წლის საშინელებათა ფილმში Pulse. მილიანმა ასევე ითამაშა 2010 წლის ფილმში Family Original Movie Christmas Cupid, ეშლი ბენსონსა და ჩად მაიკლ მარისთან ერთად. 2015 წლიდან 2016 წლამდე გამოდიოდა სიტკომში Grandfathered. მუსიკოსს აქვს დესერტების ქსელი Beignet Box ლოს-ანჯელესში.