კრესტოვსკის კუნძული (სანქტ-პეტერბურგი)
From Wikipedia, the free encyclopedia
კრესტოვსკის კუნძული (რუს. Крестовский остров) — კუნძული სანქტ-პეტერბურგში, მდებარეობს ქალაქის დასავლეთ ნაწილში, პეტროგრადის რაიონის ტერიტორიაზე, მდინარე ნევის დელტაში. კუნძულის ფართობია 4,2 კმ²-ს შეადგენს.
სწრაფი ფაქტები მშობ. სახელი: Крестовский остров, გეოგრაფია ...
მშობ. სახელი: Крестовский остров | |
---|---|
| |
გეოგრაფია | |
კოორდინატები | 59°58′20″ ჩ. გ. 30°15′08″ ა. გ. |
ფართობი | 4,2[1] კმ² |
![]() | |
ქალაქი | სანქტ-პეტერბურგი |
დახურვა
ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ჯერ კიდევ სანქტ-პეტერბურგის დაარსებამდე, კუნძულზე იდგა სამლოცველო, რომელსაც დიდი ჯვარი ჰქონდა. სწორედ ამიტომ დაერქვა კუნძულს კრესტოვსკი (ჯვაროვანი). მეორე ლეგენდის თანახმად, როდესაც ნატალია ალექსეევნას სახლი უნოძეს, მის ეზოში მშენებლებმა დიდი ჯვარი იპოვეს. ასევე, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად კუნძულს სახელი მისსავე ცენტრში მდებარე ჯვრისებრი ფორმის ტბის გამო დაერქვა.[2]
ჩრდილოეთიდან ესაზღვრება — საშუალო ნევკა, სამხრეთიდან — პატარა ნევკა, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან — კრესტოვკა. დასავლეთი მხარე გადის ფინეთის ყურეზე.