კრესონის ბრძოლა — მცირე სამხედრო კონფლიქტი იერუსალიმის სამეფოს, ტამპლიერების და ჰოსპიტალიერების გაერთიანებულ ჯარსა (ამის მიუხედავად ქრისტიანთა რიცხვოვნობა ბევრად მცირე იყო ვიდრე მუსლიმების) და აიუბიდებს შორის. გაიმართა 1187 წლის 1 მაისს, კრესონის წყაროებთან, ნაზარეთის სიახლოვეს. ბრძოლაში აიუბიდებმა სრული გამარჯვება მოიპოვეს. თითქმის ყველა ჯვაროსანი დაიღუპა, მათ შორის ჰოსპიტალიერთა დიდი მაგისტრი როჟე დე მულენი. ორი თვის შემდეგ გამართული ჰატინის ბრძოლა იერუსალიმის სამეფოს გადამწყვეტი მარცხის წინაპირობა გახდა.