კო-პანი
From Wikipedia, the free encyclopedia
კო-პანი (ტაი. เกาะปันหยี) — სოფელი ტაილანდში. მდებარეობს ფანგნგის პროვინციაში. სოფელში დგას ინდონეზიელი მეთევზეების მიერ ოჩოფეხებზე აგებული სახლები. მოსახლეობა შეადგენს 360 ოჯახს ანუ 1 685 ადამიანს.
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
კო-პანი | |
ქვეყანა | ტაილანდი |
პროვინცია | ფანგნგა |
კოორდინატები | 8°20′08″ ჩ. გ. 98°30′11″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 0 მ |
მოსახლეობა | 1 685 კაცი |
სასაათო სარტყელი | UTC+07:00 |
დახურვა
კო-პანის დასახლება დააარსეს მალაიელმა მეთევზეებმა XVIII საუკუნის ბოლოს[1]. სოფელს მალაურ ენაზე პულაი-პანჯი ეწოდება.
სოფელში არის მუსულმანური სკოლა სადაც ერთად სწავლობენ გოგონები და ვაჟები. ამ განათლების არაფორმალური სახის გამო ზოგიერთი ვაჟი სასწავლებლად დადის ფუკეტში. სოფელში არის მოცურავე საფეხბურთო მოედანი, რომელიც 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შთაგონებით ააშენეს ბავშვებმა ჯართისაგან, ხეებისაგან და ტივებისგან.
XX საუკუნეში მოსახლეობისათვის მეთევზეობა უკვე აღარ იყო შემოსავლიანი და მოთხოვნილებამ განაპირობა ტურიზმის განვითარება.