კოსციუშკო
From Wikipedia, the free encyclopedia
კოსციუშკო (ინგლ. Mount Kosciuszko; ადგილობრივი წარმოთქმა კოზი-ოსკო)[1] — მწვერვალი ავსტრალიაში, ახალი სამხრეთი უელსის ტერიტორიაზე. მდებარეობს ავსტრალიის ალპებში, კოსციუშკოს ეროვნულ პარკის ტერიტორიაზე. წარმოადგენს ავსტრალიის (არ ითვლება მისი საგარეო ტერიტორიები) უმაღლეს მწვერვალს, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 2228 მეტრია. გრანიტების ინტრუზიებთან ერთად აგებულია კრისტალური ქანებით. რელიეფში შემორჩენილია მყინვარული ფორმები. 1200 მ ზემოთ დაახლოებით 5 თვის განმავლობაში თოვლი დევს. სახელი უწოდა პაველ ედმუნდ სტშელეცკიმ 1840 წელს, პოლონელი ეროვნული გმირის, გენერალ ტადეუშ კოსციუშკოს პატივსაცემად.[2]
სწრაფი ფაქტები კოსციუშკო ...
კოსციუშკო | |
---|---|
კოსციუშკო | |
კოორდინატები: 36°27′27″ ს. გ. 148°15′44″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ახალი სამხრეთი უელსი |
სიმაღლე | 2228 მ |
ქედი | დიდი წყალგამყოფი ქედი |
პირველი ასვლა | პაველ ედმუნდ სტშელეცკი (1840) |
უმარტივესი მარშრუტი | სიარული (გრუნტიანი გზა) |
დახურვა