![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/62/Relief_Map_of_Kyrgyzstan.png/640px-Relief_Map_of_Kyrgyzstan.png&w=640&q=50)
კორჟენევსკის მყინვარი
From Wikipedia, the free encyclopedia
კორჟენევსკის მყინვარი (ყირგ. Корженевский мөңгүсү) — რთული ხეობის მყინვარი პამირზე, ყირგიზეთში. მდებარეობს იმიერალთაის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ლენინის პიკის აღმოსავლეთით, მდინარე ჯანაიდართაქის (მდ. ყიზილსუს მარცხენა შენაკადი, ვახშის აუზი) სათავეებში. სიგრძე 21,5 კმ, ფართ. 73 კმ². მყინვარი გაწოლილია ღრმა ხეობაში და ეშვება 6210 მეტრიდან 3800 მეტრ სიმაღლემდე. მყინვარის ენის დიდი ნაწილი დაფარულია მორენული საფრით. სახელი ეწოდება აღმომჩენის, საბჭოთა მკვლევარ ნიკოლოზ კორჟენევსკის პატივსაცემად (აღმოაჩინა 1928 წელს).[1][2]
სწრაფი ფაქტები კორჟენევსკის მყინვარი ...
ყირგ. Корженевский мөңгүсү | |
კოორდინატები: 39°25′ ჩ. გ. 73°03′ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ოშის ოლქი |
ქედი | იმიერალაის ქედი (პამირი) |
ფართობი | 73 კმ² |
სიგრძე | 21,5 კმ |
ტიპი | ხეობის |
დახურვა