From Wikipedia, the free encyclopedia
კორნელიო-საავედრას პროვინცია (ესპ. Provincia de Cornelio Saavedra) — პროვინცია ბოლივიაში, პოტოსის დეპარტამენტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. დედაქალაქია ბეტანსოსი. სახელი ეწოდა არგენტინის პირველი ხუნტის პრეზიდენტის — კორნელიო საავედრას პატივსაცემად, რომელიც ბეტანსოსის მუნიციპალიტეტში, ოტუიოში დაიბადა.
პროვინცია | |
---|---|
კორნელიო-საავედრას პროვინცია Provincia de Cornelio Saavedra | |
ქვეყანა | ბოლივია |
ადმ. ცენტრი | ბეტანსოსი |
კოორდინატები | 19°28′00″ ს. გ. 65°20′00″ დ. გ. |
ფართობი | 3 153 კმ² |
სალაპარაკო ენები | ესპანური, კეჩუა |
მოსახლეობა | 58 706 კაცი (2001) |
სიმჭიდროვე | 18,6 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTCGMT -4 |
კორნელიო-საავედრა ერთ-ერთია პოტოსის დეპარტამენტის თექვსმეტი პროვინციიდან. ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ჩუკისაკის დეპარტამენტი. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 105 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 95 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 1 378 კმ²-ს შეადგენს.
მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ადგილობრივი კეჩუას ხალხის შთამომავლები არიან.
პროვინცია შედგება სამი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.