კორნელია ფუნკე
From Wikipedia, the free encyclopedia
კორნელია მარია ფუნკე (გერმანულად: [kɔʁˈneːli̯a ˈfʊŋ.kə] ( მოსმენა)) (დ. 10 დეკემბერი, 1958) — გერმანელი საბავშვო წიგნების ავტორი.
კორნელია ფუნკე | |
---|---|
გერმ. Cornelia Funke | |
დაბადების თარიღი | 10 დეკემბერი, 1958(1958-12-10)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] (65 წლის) |
დაბადების ადგილი | Dorsten |
საქმიანობა | მწერალი, საბავშვო მწერალი, სცენარისტი და ილუსტრატორი |
მოქალაქეობა | გერმანია[4] |
პერიოდი | 1978[12] |
ჟანრი | ფენტეზი |
Magnum opus | მელნის გული |
ჯილდოები | გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურების ორდენის ჯვარი, Roswitha Prize, Annette von Droste-Hülshoff prize, ვერცხლის კალამი, Wildweibchenpreis, Phantastik-Preis der Stadt Wetzlar და Q1733763? |
გავლენა მოახდინეს
| |
საიტი |
corneliafunke.com corneliafunke.nl |
დაიბადა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, კარიერის დასაწყისში ეწეოდა სოციალური მუშაკის საქმიანობას, მოგვიანებით კი წიგნების ილუსტრატორი გახდა. 1980-იან წლებში დაიწყო რომანების წერა, რომლებშიც ძირითადად ფენტეზის ელემენტების საშუალებით ცხოვრების სირთულეებთან დაპირისპირებული ბავშვების ცხოვრებას ასახავდა. ამ დროიდან მოყოლებული ფუნკე გერმანიაში „საბავშვო წიგნების ბესტსელერ ავტორად“ იქცა.[13] მისი ნაშრომები არაერთ ენაზეა თარგმნილი, 2012 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით მისი წიგნების 20 მილიონზე მეტი ეგზემპლარი იყო გაყიდული.[14]
ფუნკმა აღიარება მოიპოვა რომანებით, როგორებიცაა „ქურდების მბრძანებელი“ (2002) და „დრაკონების მხედარი“ (2004). მოგვინებით ავტორს უფრო ფართო ცნობადობა მოუტანა მელნის გულის სერიის რომანებმა (2003-2007).
მხატვრული ფილმებია გადაღებული ფუნკეს რომანების –„ქურდების მბრძანებელი“ „დრაკონების მხედარი“ და „მელნის გული“ – მიხედვით. ეს წიგნები არაერთი კვირის მანძილზე ნიუ-იორკ ტაიმზის ბესტსელერების სიაში იკავებდა ადგილს
ფუნკეს ხშირად „გერმანელ ჯოან როულინგს“ უწოდებენ. 2005 წელს იგი ჟურნალმა ტაიმმა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.[15]