![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d2/WPK_Emblem.svg/langka-640px-WPK_Emblem.svg.png&w=640&q=50)
კორეის შრომის პარტია
ჩრდილოეთ კორეის მმართველი პარტია / From Wikipedia, the free encyclopedia
კორეის შრომის პარტია (კშპ; კორ. 조선로동당?, 朝鮮勞動黨?, ჩოსონ როდონდან) — მმართველი პარტია კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში. კშპ კსდრ-ის მმართველი პარტიაა დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტიდან. მის ხელმძღვანელობაში იდგა კიმ დუ ბონი, კიმ ირ სენი (1949-1994 წწ.), კიმ ჩენ ირი (1994-2011 წწ.) და უკანასკნელის შვილი, კიმ ჩენ ინი (2012-დღემდე). კშპ — მმართველი პარტიაა ქვეყანაში (ქვეყანაში ასევე მოქმედებს სოციალურ-დემოკრატიული კორეის პარტია და ზეციური გზის ახალგაზრდა მეგობრების პარტია, რომლებმაც აღირეს კშპ მმართველ პარტიად). პარტიის იდეალოგია ემყარება ჩუჩხე იდეალოგიის კონცეპციას.
კორეის შრომის პარტია | |
---|---|
კორ. 조선로동당 | |
![]() | |
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი | კიმ ჩენ ინი |
ისტორია | |
დაფუძნდა | 30 ივნისი, 1949 |
პოზიციები | |
იდეოლოგია | ჩუჩხე |
შტაბ-ბინა |
![]() |
www.kcna.kp |
კორეის შრომის პარტიის დაფუძნების თარიღად ითვლება 1945 წლის 10 ოქტომბერი. ამ დღეს კორეელმა კომუნისტებმა აღადგინეს კორეის კომუნისტური პარტია. ეს თარიღი კსდრ-ის სახელმწიფო დღესასწაულია — კორეის შრომის პარტიის დაფუძნების დღე.