![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/da/SNU_gate.jpg/640px-SNU_gate.jpg&w=640&q=50)
კორეის უნივერსიტეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
კორეის უნივერსიტეტი (კორ. 고려대학교) — კერძო კვლევითი უნივერსიტეტი სეულში, სამხრეთ კორეაში, რომელიც 1905 წელს დაარსდა.
კორეის უნივერსიტეტი | |
---|---|
고려대학교 | |
![]() | |
![]() | |
![]() | |
დევიზი |
„Libertas, Justitia, Veritas“ 자유, 정의, 진리 „თავისუფლება, სამართალიანობა, სიმართლე“ |
დაფუძნდა | 5 მაისი, 1905 |
ტიპი | უნივერსიტეტი და კერძო უნივერსიტეტი |
სტუდენტი | 24 351[1] |
მდებარეობა | სეული |
ქვეყანა | სამხრეთი კორეა |
კავშირები | Association of Pacific Rim Universities[2] და Korean Council for University Education[3] |
თილისმა | ვეფხვი |
აფილაცია | Association of Professional Schools of International Affairs |
www.korea.edu (ინგლისურად) www.korea.ac.kr (კორეულად) |
უნივერსიტეტი სამხრეთ კორეაში უძველეს და ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად მიიჩნევა. უნივერსიტეტს 20 000-ზე მეტი საბაკალავრო და 10 000-ზე მეტი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, ხოლო 280 000-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. სასწავლებელი 81 დეპარტამენტისა და 19 კოლეჯისგან შედგება.
კორეის უნივერსიტეტი ერთ-ერთი უდიდესი კვლევითი ცენტრია სამხრეთ კორეაში. უნივერსიტეტი ქვეყანაში პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელმაც სტუდენტებს აკადემიური პროგრამები სხვადასხვა სფეროებში შესთავაზა, როგორებიცაა სამართალი, ეკონომიკა და ჟურნალისტიკა.[4] მაღალი რეპუტაციით გამოირჩევა სამართლის კოლეჯი, რომლის საბაკალავრო სამართლის პროგრამაც ქვეყანაში საუკეთესოდ მიიჩნევა.[5] კორეის უნივერსიტეტი 115 კვლევითი ინსტიტუტისგან შედგება, მათ შორისაა უცხო ენების ინსტიტუტი, საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი, საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი და სხვა მრავალი.
2018 წელს კორეის უნივერსიტეტი ქვეყანაში მეოთხე საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლად დასახელდა. რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბებს, 2018 წელს კორეის უნივერსიტეტი მსოფლიო უნივერსიტეტებს შორის 90-ე ადგილზე მოხვდა,[6] ხოლო 2019 წელს შედეგი გააუმჯობესა და 86-ე ადგილზე გადაინაცვლა.[7] ამასთანავე 2016-2017 წლებში უნივერსიტეტმა აზიის მასშტაბით მე-16 ადგილი დაიკავა.[8]