კონტის პრინცი
From Wikipedia, the free encyclopedia
კონტის პრინცი (ფრანგ. Prince de Conti) — არისტოკრატიული წოდება XVI-XIX საუკუნეების საფრანგეთში, რომელსაც ფლობდნენ ბურბონთა დინასტიის კონტის შტოს წარმომადგენლები. წოდება პირველად დაარსდა 1581 წელს, თუმცა 1614 წელს კონტის პირველი პრინცის უშვილოდ გარდაცვალების გამო დროებით გაუქმდა, თუმცა 1629 წლიდან კვლავ აღდგა და 1814 წლამდე არსებობდა.