ბიზანტიის იმპერატორი (780–797) From Wikipedia, the free encyclopedia
კონსტანტინე VI (ძვ. ბერძნ. Κωνσταντῖνος Ϛ΄, დ. 14 იანვარი, 771 — გ. 797[1]) — ბიზანტიის იმპერატორი 780–797 წლებში. 776 წელს, მამამისის, ლეონ IV-ის სიცოცხლეშივე იგი მის თანამმართველად აკურთხეს.[2] მიუხედავად ამისა, იმპერიას რეალურად კონსტანტინეს დედა, ირინე მართავდა. კონსტანტინემ რეალური ძალაუფლების მოპოვება 790 წელს არმიის მხარდაჭერით შეძლო. ბულგარელებთან ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, 797 წელს დედამისის ბრძანებით იგი შეიპყრეს, დააბრმავეს და დააპატიმრეს. მისი გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია. ეს 805 წლამდე მოხდა, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ ჭრილობების შედეგად, დაბრმავებიდან მალევე გარდაიცვალა. დაკრძალულია ირინეს მიერ დაარსებულ წმინდა ევფროსინეს მონასტერში.[3][4][5]
კონსტანტინე VI | |
---|---|
Κωνσταντῖνος Ϛ΄ | |
კონსტანტინე VI (ჯვრის მარჯვნივ) უძღვება ნიკეის მეორე საეკლესიო კრებას. ადრეული XI საუკუნის მინიატურა | |
ბიზანტიის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 780[1] |
მმართ. დასასრული: | 797 |
წინამორბედი: | ლეონ IV |
მემკვიდრე: | ირინე ათენელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 771 |
გარდ. თარიღი: | 797 |
მეუღლე: |
მარია ამინია თეოდოტე |
შვილები: |
ევფროსინე ირინე ლეონი |
დინასტია: | ისავრიელთა |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.