Panasonic-ის დამფუძნებელი From Wikipedia, the free encyclopedia
კონოსუკე მაცუშიტა (იაპონ. 松下 幸之助; დ. 27 ნოემბერი, 1894 — გ. 27 აპრილი, 1989) — იაპონელი ბიზნესმენი, „მაცუშიტა ელექტრიკის“ დამფუძნებელი.
კონოსუკე მაცუშიტა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 27 ნოემბერი, 1894 |
გარდაცვალების თარიღი | 27 აპრილი, 1989 (94 წლის) |
საქმიანობა | ბიზნესმენი |
ორგანიზაცია | მაცუშიტა ელექტრიკი |
მაცუშიტა დაიბადა ვაკაიამის პრეფექტურაში 1894 წლის 27 ნოემბერს მიწის მესაკუთრის მრავალშვილიან ოჯახში. ჯერ კიდევ მის პატარაობაში, ოჯახი გაკოტრდა და იძულებული გახდა დიდი სახლიდან პატარა ბინაში გადასულიყო. 9 წლისამ მიატოვა სკოლა და სამუშაოდ წავიდა ნახშირის ქარხანაში, მოგვიანებით კი ველოსიპედების ქარხანაში. 15 წლის ასაკში დაინტერესდა ელექტრონიკით და გახდა ელექტრიკოსის ასისტენტი Osaka Electic Light Company-ში. ის სწრაფად მიიწევდა კარიერულ კიბეზე, მაგრამ 1918 წელს დატოვა კომპანია და დააარსა Matsushita Electric, რომელიც 1935 წელს გადაკეთდა Matsushita Electric Industrial Co. Ltd, რომლის პრეზიდენტიც თავად იყო. 1961 წელს კონოსუკე გახდა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, 1973 წელს კი — უფროსი მენეჯმენტის კონსულტანტი.
კონცერნ „ფილიპსთან“ თანამშრომლობამ შესაძლებელი გახადა ტელე და რადიოაპარატურის წარმოება ახალ სიმაღლეზე გადასულიყო, რასაც შედეგად ახალი ბრენდის „Panasonic“-ის გაჩენა მოჰყვა.
1946 წელს მაცუშიტამ დააარსა PHP ინსტიტუტი საზოგადოებაში მშვიდობისა და კეთილდღეობის იდეების კვლევისა და გავრცელების მიზნით, როგორც სულიერად, ასევე მატერიალურად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.