კომიტასის პანთეონი
სასაფლაო ერევანში / From Wikipedia, the free encyclopedia
კომიტასის სახელობის პანთეონი (სომხ. Կոմիտասի անվան զբոսայգու պանթեոն) — სასაფლაო ერევანში, სადაც დაკრძალულია სომხეთის მეცნიერებისა და კულტურის გამოჩენილი მოღვაწეები. მდებარეობს კომიტასის სახელობის პარკში შენგავითის რაიონში.
პანთეონი დაარსდა 1930-იან წლებში ძველი სასაფლაოს „მჰერის“ ადგილზე და მალევე ეწოდა აქ დაკრძალული ცნობილი კომპოზიტორის კომიტასის სახელი. 2005 წელს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია.