From Wikipedia, the free encyclopedia
კომბოსტოს თეთრულა (ლათ. Pieris brassicae) — მწერი თეთრულასებრთა ოჯახისა. ზრდასრული მატლი მოყვითალო-მომწვანოა, ზურგსა და გვერდებზე შავი წერტილები და ყვითელი ზოლები აქვს. დედალ პეპელას ფრთის ქვედა მხარეზე ორი შავი ლაქა აქვს, მამლის ფრთები სადაა, ზედა მხარეს ლაქის გარეშე, გააჩნია მხოლოდ ორი ლაქა ფრთების ქვედა მხარეს და ნამგლისებური ლაქა ფრთების წვეროზე.[1] ახასიათებს სრული მეტამორფოზი, მატლს აქვს მღრღნელი პირის აპარატი, ზრდასრულ ფაზას — მწუწნი.[2]
კომბოსტოს თეთრულა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მამალი | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Pieris brassicae (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
|
მავნებელი მწერია. ზიანს აყენებს უმთავრესად კომბოსტოს,[3] აგრეთვე სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებსა და ხეხილს.[4] მატლები იკვებებიან ფოთლის რბილობით. დაზიანების შემდეგ მთელი ფოთლიდან მხოლოდ მთავარი ძარღვიღა რჩება. მავნეა გაზაფხულზე და ზაფხულში.[1] წელიწადში იძლევა 2-3 თაობას. ზამთრობს ჭუპრის ფაზაში სხვადასხვა მცენარეულ ნარჩენებსა და სხვა თავშესაფრებში.[2]
ბრძოლის ღონისძიებები: მცენარეული ნარჩენების მოცილება და განადგურება, ქიმიური წამლობა (რეკომენდებულია ციპერმეტრინის, დელტამეტრინის, ლამბდა ციჰალოტრინის, ბიფეტრინის, მალათიონის, იმიდაკლოპრიდის და მავნებლის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე დამზადებული ინსექტიციდების გამოყენება).[1] ეფექტიანი ბიოაგენტია Cotesia glomerata (Apanteles glomeratus), რომელიც პარაზიტობს მატლის ფაზაში.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.