![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3b/Colombia_Topography.png/640px-Colombia_Topography.png&w=640&q=50)
კოლუმბიის გეოგრაფია
From Wikipedia, the free encyclopedia
კოლუმბია — სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში. მას ისევე როგორც ჩილეს ესაზღვრება ორი ოკეანე: წყნარი, და ატლანტის ოკეანეები. კოლუმბიას ესაზღვრება ვენესუელა და ბრაზილია აღმოსავლეთიდან, ხოლო პერუ და ეკვადორი სამხრეთიდან.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3b/Colombia_Topography.png/640px-Colombia_Topography.png)
საერთო ფართობი: 1 141 748 კმ².
კოლუმბიას დასავლეთიდან ესაზღვრება წყნარი ოკეანე, ჩრდილო-დასავლეთიდან კარიბის ზღვა. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია ანდები, რომელსაც კვეთს მდინარეები: მაგდალენა, კაუკა და სხვა. აღმოსავლეთით მდებარეობს მთიანეთი, რომელიც დასერილია ამაზონის შენაკადებით.
კოლუმბიის ჩრდილოეთით, განცალკევებით მდებარეობს მთიანი მასივი სიერა-ნევადა-დე-სანტა-მარტა, რომლის უმაღლესი მწვერვალია კრისტობალ-კოლონი (5775 მ), რომელიც ამავე დროს კოლუმბიის უმაღლესი მწვერვალიცაა.
კოლუმბიის ტერიტორიაზე გაბატონებულია კლიმატის ეკვატორული და სუბეკვატორული ტიპები.