კოლონიის თემი
From Wikipedia, the free encyclopedia
კოლონეიის თემი (ბერძ. θέμα Κολωνείας) — ბიზანტიის იმპერიის პატარა სამხედრო პროვინცია. მდებარეობდა კაპადოკიის ჩრდილოეთ ნაწილში და პონტოს სამხრეთით, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. თემი დაარსდა IX საუკუნის შუა ხანებში, ხოლო მანასკერტის ბრძოლის (1071) შემდეგ კი დაპყრობილი იქნა თურქ-სელჩუკების მიერ.