From Wikipedia, the free encyclopedia
კოიამპუტური (ტამილ. கோயம்புத்தூர்), აგრეთვე ცნობილი როგორც კოვაი — მეორე უმსხვილესი ქალაქი[1][2][3] ინდოეთის ტამილნადუს შტატში, რომლის აგლომერაციის მოსახლეობა 2 მლნ-ს შეადგენს. იგი მთავარი კომერციული ცენტრია და ხშირად „სამხრეთ ინდოეთის მანჩესტერსაც“ უწოდებენ.
ქალაქი | |
---|---|
კოიამპუტური ტამილ. கோயம்புத்தூர் | |
ქვეყანა | ინდოეთი |
შტატი | ტამილნადუ |
კოორდინატები | 11°01′06″ ჩ. გ. 76°58′29″ ა. გ. |
მმართველი | Ganapathi P. Rajkumar, S. M. Velusamy და T. Malaravan |
ფართობი | 246,75 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 411,2 მ |
ოფიციალური ენა | ტამილური ენა |
მოსახლეობა | 1 250 446 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 10 052 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+5:30 |
სატელეფონო კოდი | +91-(0)422 |
საფოსტო ინდექსი | 641004 |
ოფიციალური საიტი | ccmc.gov.in/ccmc/ |
ვიჯაიანაგარისა და მადურაი-ნაიაკის იმპერიების დროს კოიამპუტურის რეგიონს ჩერას, ჩოლას და პანდიას დინასტიები მართავდნენ და მიჩნეულია, რომ სახელი ტომის მეთაურ კოიანის პატივსაცემად ეწოდა. XVII საუკუნეში, ქალაქი მაისურის სამეფოს ნაწილი გახდა და ასე რჩებოდა სანამ 1799 წელს ბრიტანეთის ოსტ-ინდოეთის კომპანია დაიპყრობდა. ქალაქის თანამედროვე ისტორია 1930-იანი წლებიდან იწყება, როდესაც მისი სწრაფი ზრდა დაიწყო ტექსტილის ბუმის შედეგად. ამის შემდეგ, იგი მტკიცედ იზრდებოდა ნაყოფიერი მიწის, კლიმატისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური პირობების წყალობით.
ქალაქი გაშენებულია მდინარე ნოიალის ნაპირებზე, ტამილნადუს შტატის დასავლეთ ნაწილში და გარსშემორტყმულია დასავლეთ გჰატის ქედით. ინდოეთის სხვა ძირითად ქალაქებთან კარგადაა დაკავშირებული საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო მაგისტრალებით.
კოიამპუტური ტამილნადუს ტექსტილისა და მანუფაქტურის კვანძია. სხვა მნიშვნელოვანი ინდუსტრიები მოიცავს პროგრამულ უზრუნველყოფას, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებს. ინდოეთის ინვსეტირების კონფედერაციის (CII) მიერ,[4] კოიამპუტური საინვესტიციო გარემოს მხრივ ინდოეთის ქალაქებს შორის მე-4 ადგილზეა დასახელებული.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.