From Wikipedia, the free encyclopedia
კობო აბე (იაპონ. 安部公房; დ. 7 მარტი. 1924, ტოკიო — გ. 22 იანვარი. 1993, იქვე) — იაპონელი მწერალი. მის სახელთან დაკავშირებულია 50-იანი წლების იაპონური ლიტერატურის აღმავლობა. აბეს შემოქმედების მთავარი თემაა კონფლიქტი ადამიანსა და საზოგადოებას შორის, ადამიანის სულიერი მარტოობის პრობლემა. ამ თემისადმია მიძღვნილი მისი რომანები — „კედელი“ (1951, აკუტაგავას პრემია), „მხეცები მიეშურებიან შინ“ (1957) და ფილოსოფიური ტრაგედია — „ქალი ქვიშაში“ (1963), „უცხო სახე“ (1964), „დამწვარი რუკა“ (1967), რომლებსაც აერთიანებს პრობლემა — ადამიანის გაუცხოება, სიმარტოვე თანამედროვე დასავლეთ სამყაროში, მისი განწირული მისწრაფება უპერსპექტივობის, საერთო გათიშულობის დასაძლევად. აბე აგრეთვე მეცნიერული ფანტასტიკური რომანის („გამყინვარების მეოთხე პერიოდი“, 1959), პიესების და მოთხრობების ავტორია.
კობო აბე | |
---|---|
იაპონ. 安部公房 | |
დაბადების თარიღი | 7 მარტი, 1924[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბადების ადგილი | კიტა (ტოკიო)[2] |
გარდაცვალების თარიღი | 22 იანვარი, 1993[1] [2] [3] [4] [5] [6] [9] [7] [8] (68 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ტოკიო[2] |
საქმიანობა | მწერალი, რომანისტი[2] , დრამატურგი[2] , ფოტოგრაფი, სცენარისტი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, პოეტი, კინორეჟისორი[10] და პროზაიკოსი |
ენა | იაპონური ენა |
მოქალაქეობა |
იაპონიის იმპერია იაპონია[2] |
ალმა-მატერი | ტოკიოს უნივერსიტეტი |
ჟანრი | absurdist literature, პროზა და დრამა |
Magnum opus | ქალი ქვიშაში[11] |
ჯილდოები | აკუტაგავას პრემია[12] , Kishida Theatre Award, ტანიძაკის პრემია, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, იომიურის პრემია და Art Encouragement Prizes |
1960-იან წლებში კობო აბეს რომანების მიხედვით — „ქალი ქვიშაში“, „უცხო სახე“, „დამწვარი რუკა“ — გადაღებულ იქნა მხატვრული ფილმები ცნობილი რეჟისორის ჰიროსი ტესიგაჰარას მიერ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.