კნუდ IV
From Wikipedia, the free encyclopedia
კნუდ IV (დან. Knud 4.), აგრეთვე ცნობილია როგორც წმინდა კნუდი (დან. Sankt Knud; დ. 1042 — გ. 10 ივლისი, 1086) — ესტრიდსენთა დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე სვენ II-ის უკანონო ვაჟი. ტახტზე ავიდა თავისი ძმის, ჰარალდ III-ის უშვილოდ გარდაცვალების შემდეგ. ახლო ურთიერთობა ჰქონდა რომის პაპთან და პრეტენზიას აცხადებდა ინგლისის ტახტზე. 1086 წელს იგი ამბოხებულებმა მოკლეს, რის შემდეგაც გახდა დანიის პირველი მონარქი, რომელიც წმინდანად იქნა შერაცხული. მოგვიანებით, 1101 წელს, რომის პაპმა იგი დანიის მფარველ წმინდანად გამოაცხადა.
სწრაფი ფაქტები დანიის მეფე, მმართ. დასაწყისი: ...
კნუდ IV | |
---|---|
დანიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 17 აპრილი, 1080 |
მმართ. დასასრული: | 10 ივლისი, 1086 |
წინამორბედი: | ჰარალდ III |
მემკვიდრე: | ოლაფ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1042 |
გარდ. თარიღი: | 10 ივლისი, 1086 |
დაკრძ. ადგილი: | ოდენსე, დანია |
მეუღლე: | ადელა ფლანდრიელი |
შვილები: |
შარლ I, ფლანდრიის გრაფი სესილია ინგეგერდი |
დინასტია: | ესტრიდსენები |
მამა: | სვენ II, დანიის მეფე |
დედა: | უცნობი საყვარელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
დახურვა