From Wikipedia, the free encyclopedia
კლემენტ VI (ლათ. Clemens PP. VI; ერისკაცობაში პიერ როჟე დე ბოფორ–ტიურენი; დ. 1291 — გ. 6 დეკემბერი, 1352) — ფრანგი რომის პაპი 1342–1352 წლებში. პაპობა მოუწია ავინიონის ტყვეობის პერიოდში (1309–1377).
ბენედიქტელების ორდენის წევრი, თავდაპირველად იყო რუანის არქიეპისკოპოსი, შემდეგ მიიღო კარდინალის წოდება.
მისი ინტრონიზაცია მოხდა 1342 წლის 19 მაისს. თავისი პონტიფიკატის პერიოდში დანიშნა 25 კარდინალი, საიდანაც 19 წარმოშობით იყო სამხრეთი საფრანგეთიდან, მისი სამშობლოდან. 8 მათ შორის მისი ნათესავები იყვნენ, მათ შორის პიერ როჟე დე ბოფორი, რომის მომავალი პაპი გრიგოლი XI-ის სახელწოდებით.
1352 წლის 2 დეკემბერს, რომში, წმ. პეტრეს ტაძრის გუმბათში, სანთლებისგან გაჩნდა ცეცხლი და მთელი გუმბათი ჩამოინგრა. რამდენიმე დღეში რომში გავრცელდა ინფორმაცია პაპის გარდაცვალების შესახებაც.
წინამორბედი: ბენედიქტე XII |
რომის პაპი 1342 — 1352 |
შემდეგი: ინოკენტი VI |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.