კლაუს ფონ ამსბერგი
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
კლაუს ფონ ამსბერგი (გერმ. Claus von Amsberg; დ. 6 სექტემბერი, 1926 — გ. 6 ოქტომბერი, 2002) — გერმანელი დიდგვაროვანი. ნიდერლანდების კონსორტი პრინცი 1980-2002 წლებში როგორც დედოფალ ბეატრიქსის მეუღლე. ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერის მამა.
კლაუს ფონ ამსბერგი | |
---|---|
ნიდერლანდების კონსორტი პრინცი | |
მმართ. დასაწყისი: | 30 აპრილი, 1980 |
მმართ. დასასრული: | 6 ოქტომბერი, 2002 |
წინამორბედი: | ბერნჰარდ ცურ ლიპე-ბისტერფელდი |
მემკვიდრე: | მაქსიმა სორეგიეტა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 6 სექტემბერი, 1926 |
გარდ. თარიღი: | 6 ოქტომბერი, 2002, (76 წლის) |
მეუღლე: | ბეატრიქსი, ნიდერლანდების დედოფალი |
შვილები: |
ვილემ ალექსანდერი, ნიდერლანდების მეფე ფრისო კონსტანტინი |
სრული სახელი: | კლაუს გეორგ ვილჰელმ ოტო ფრიდრიხ გერდი |
მამა: | კლაუს ფელიქს ფონ ამსბერგი |
დედა: | გოსტა ფონ დემ ბუშე-ჰადენჰაუზენი |
რელიგია: |
ჯერ ლუთერანიზმი შემდეგ კალვინიზმი |
ხელმოწერა: | |
კლაუსი დაიბადა 1926 წლის 6 სექტემბერს შლოს დოცინგენში, ჩრდილოეთ გერმანიაში. იგი იყო ადგილობრივი დიდებულის, კლაუს ფელიქს ფონ ამსბერგისა და მისი მეუღლის, ბარონესა გოსტა ფონ დემ ბუშე-ჰადენჰაუზენის შუათანა შვილი. 1928 წელს მისი ოჯახი მასთან ერთად გადასახლდა ტანგანიკაში (თანამედროვე ტანზანია), საიდანაც 1938 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე დაბრუნდნენ. 1938 წლიდან ის და მისი ექვსი და პაპა-ბებიასთან იზრდებოდა დიდ ფერმაში.
1944 წელს კლაუსი ვერმახტში გაიწვიეს, რა დროსაც იგი ოთხმოცდამეათე დივიზიაში ჩაირიცხა და 1945 წლამდე იბრძოდა იტალიის ტერიტორიაზე. აქ იგი ამერიკელებმა ტყვედ ჩაიგდეს, საიდანაც ომის დასრულების შემდეგ განთავისუფლდა. დაბრუნებულმა კლაუსმა სწავლა დაასრულა და 1960 წლიდან ბონში დასახლდა.
1962 წლის ახალი წლის ღამეს იგი პირველად შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, პრინცესა ბეატრიქსს. 1964 წლის ზაფხულში ისინი ერთმანეთს მეორედ შეხვდნენ ჰესენის ლანდგრაფის ქორწილში. ისინი მალევე დაახლოვდნენ, რასაც 1965 წელს დედოფალ იულიანას მიერ მათი ნიშნობის დალოცვა მოჰყვა.
1966 წლის 10 მარტს, ჰააგაში შედგა კლაუს ფონ ამსბერგისა და პრინცესა ბეატრიქს ნიდერლანდელის ქორწინება. დედოფლის გერმანელ კაცზე ქორწინებას, განსაკუთრებით ისეთზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ნაცისტების მხარეს იბრძოდა საშინლად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ნიდერლანდელთა მხრიდან, რომ ქორწილის დღეს ტაძართან დემონსტრანტები მივიდნენ ისეთი სლოგანებით, როგორებიცაა „კლაუს, წაეთრიე!“ (ნიდერლ. Claus, raus!) და „დამიბრუნე ჩემი ველოსიპედი“ (ნიდერლ. Mijn fiets terug). მეორე სლოგანის არსი ის იყო, რომ ნაცისტებმა ოკუპაციის პერიოდში ნიდერლანდელთა ველოსიპედების კონფისკაცია მოახდინეს.
მიუხედავად ხალხში არაპოპულარობისა, კლაუსსა და ბეატრიქსს ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ, რომელშიც სამი ვაჟი შეეძინათ. 1980 წლის 30 აპრილს, თავის დაბადების დღეზე დედოფალი იულიანა ტახტიდან გადადგა დედოფალ ბეატრიქსის სასარგებლოდ, რითაც კლაუსი ნიდერლანდების კონსორტი პრინცი გახდა. მან, როგორც სამეფო კონსორტმა დიდი წვლილი ითამაშა მესამე სამყაროს ქვეყნებისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის საქმეში.
აღსანიშნავია ისიც, რომ კლაუსმა თავისი პიროვნული თვისებებით მოახერხა ნიდერლანდელთა გულის მოგება. მიუხედავად ამისა, სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან საშინელ დეპრესიაში გაატარა. ამას 1998 წლიდან პროსტატის ტკივილები დაერთო. 2001 წელს ექიმებმა მას ერთდროულად რამდენიმე სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. იგი გარდაიცვალა 2002 წლის 6 ოქტომბერს, 76 წლის ასაკში. ამის მიზეზი გულის შეტევა და პარკინსონის დაავადება გახდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.