ინგლისელი მსახიობი და პროდიუსერი From Wikipedia, the free encyclopedia
კრისტოფერ ქეითსბი „კიტ“ ჰარინგტონი (ინგლ. Christopher Catesby „Kit“ Harington; დ. 26 დეკემბერი 1986, აქტონი, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო) — ინგლისელი მსახიობი და პროდიუსერი. ჰაირინგტონი დაიბადა აქტონში, დიდ ლონდონში, ხოლო თავისი კარიერა თეატრში დაიწყო. მისი პირველი როლი იყო ეროვნული თეატრის ადაპტაციაში „საბრძოლო ცხენი“. მისი სადებიუტო ფილმი 2012 წლის საილენტ ჰილი 2 გახდა. მას შემდეგ, ჰარინგტონი რამდენიმე მხატვრული ფილმში გამოჩნდა, როგორიცაა ისტორიული ფილმი „პომპეი“ (2014), კომპიუტერულ-ანიმაციური ფილმი „როგორ მოვარჯულოთ შენი დრაკონი 2“ (2014) და ბრიტანული დრამატული ფილმი „ახალგაზრდების ანდერძი“ (2014).
კიტ ჰარინგტონი | |
---|---|
ჰარინგტონი 2013 წელს, Comic-Con-ის ფესტივალზე | |
მშობლიური სახელი | Kit Harington |
დაბადების სახელი | კრისტოფერ ქეითსბი ჰარინგტონი |
დაბადების თარიღი |
26 დეკემბერი, 1986 აქტონი, ლონდონი, ინგლისი |
ეროვნება | ბრიტანელი |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო |
ალმა-მატერი |
მეტყველებისა და დრამის სამეფო ცენტრალური სკოლა ლონდონის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მსახიობი, პროდიუსერი |
აქტიური | 2008 წლიდან დღემდე |
მეუღლე(ები) | როუზ ლესლი (იქ. 2018) |
2011 წლიდან, ჰარინგტონი ასრულებს ჯონ სნოუს როლს HBO-ის ცნობილ სატელევიზიო სერიალში „სატახტოთა თამაში“, რომელმაც გაიყვანა იგი 2016 Primetime Emmy Award-ის ნომინაციაში. 2017 წელს, ჰარინგტონი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი სატელევიზიო სფეროში და მიიღო სატახტოთა თამაშის თითო ეპიზოდისთვის 2 მილიონი სტერლინგი.
ჰარინგტონი დაიბადა 1986 წლის 26 დეკემბერს აქტონში, ლონდონში,[1][2] ყოფილი დრამატურგის, დებორა ჯეინისა (ქეითსბი) და მე-15 ბარონეტისა და ბიზნესმენის, სერ დევიდ ჰარინგტონის ოჯახში.[3][4] მისი სრული სახელია კრისტოფერ ქეითსბი ჰარინგტონი.[5] დედამისმა მას სახელი კრისტოფერ მარლოუს საპატივცემოთ დაარქვა, სადაც თვით სახელი ჰარინგტონმა „კიტ“-ად შეკვეცა,[6] როგორც მას ურჩევნია.[7] ჰარინგტონის ბიძა სერ ნიკოლას ჯონ ჰარინგტონი იყო,[8] რომელიც მე-14 ბარონეტია[9] და მისი პატრილინელი დიდი პაპა კი სერ რიჩარდ ჰარინგტონი იყო, რომელიც მე-12 ბარონეტია. ჰარინგტონები — უძველესი ოჯახია, რომლებმაც ერთხელ თავიანთი გვარი ჩაწერეს ჰავერინგტონებად, რომელიც მათი სამფლობელოდან მომდინარეობს, კუმბერლენდის საგრაფოდან. პირველად ეს გვარი გამოიყენა რობერტ დე ჰავერინგტონმა, უსოლფის ან უსვოლფის ვაჟი, რომლის მამულიც ფლემინგბში მდებარეობდა.[10] მამამისის მხრიდან ბებიამისის, ლავინდერ სესილია დენის მხრივ, ჰარინგტონის მერვე თაობის პაპა ინგლისის მეფე ჩარლზ II იყო.[11] ასევე, მამამისის მხრიდან, ჰარინგტონი შოტლანდიელი პოლიტიკოსის, ჰენრი დანდასის ნათესავია, რომელიც პირველი ვიკონტ მელვილი იყო.
კიტი ნათესაობით დაკავშირებულია იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩართულნი იყვნენ დენთის შეთქმულების ორივე მხარეს. იგი ადასტურებს ოჯახურ კავშირს დედის მხრიდან შეთქმულების ლიდერთან, რობერტ ქეითსბისთან, ხოლო მამამისის მხრივ დაკავშირებულია მკვლელობის მცდელობის სამიზნე ჯეიმზ I-თან (ჩარლზ II-ის დიდი პაპა) და ლორდ ჰარინგტონთან, რომელიც პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა, როდესაც ქეითსბი და მისი მომხრეები ცდილობდნენ შენობის აფეთქებას.[12][13]
1992-1998 წლებში, ჰარინგტონი საუთფილდის დაწყებითი სკოლის მოსწავლე იყო. 11 წლის ასაკში, მისი ოჯახი საცხოვრებლად ვუსტერშირში გადავიდა,[14][15] სადაც კიტმა 2003 წლამდე სწავლა მარტლის ჩანტრის უმაღლეს სკოლაში გააგრძელა.[16] მსახიობობით კიტი 14 წლის ასაკში დაინტერესდა, მას შემდეგ, რაც ნახა ფილმი „გოდოს მოლოდინში,[17] ასევე მონაწილეობა მიიღო სკოლის რამდენიმე სპექტაკლში.[16]
იგი ესწრებოდა ვუსტერის მეექვსე ფორმის კოლეჯს, სადაც სწავლობდა დრამასა და თეატრს (2003-05). 17 წლის ასაკში, 2004 წელს იგი სპექტაკლზე ბენ უიშოუს მიერ ჰამლეტის როლის განსახიერებით შთაგონებული, დრამის სკოლაში დასწრება გადაწყვიტა.[14][18] ჰარინგტონი ლონდონში 18 წლისას დაბრუნდა და ერთი წლის შემდეგ მეტყველებისა და დრამის ცენტრალურ სკოლაში სწავლა დაიწყო, რომელიც 2008 წელს დაამთავრა.[19][20]
მსახიობობამდე ჰარინგტონს თავდაპირველად ჟურნალისტობა სურდა.[21] თუმცა, ჯერ კიდევ დრამატულ სკოლაში სწავლის დროს, მან განასახიერა ალბერტის როლი ეროვნული თეატრის სპექტაკლში „საბრძოლო ცხენი“.[5][21][22] სპექტაკლმა ოლივიეს ორი ჯილდო მოიგო და ჰარინგტონმა დიდი აღიარება მოიპოვა. მოგვიანებით იგი მეორე სპექტაკლში, პოშში ითამაშა, შავი კომედია ასაკოვან კაცზე, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობს.[5]
საბრძოლო ცხენის შემდეგ, ჰარინგტონის პირველი სატელევიზიო როლი გახდა ჯონ სნოუს როლი სერიალში სატახტოთა თამაში. სერიალის დებიუტი 2011 წელს შედგა და დიდი კრიტიკული აღიარების შემდეგ, სამაუწყებლო არხმა სერიალის მეორე სეზონის გადაღებას შეუდგა.[23][24] სცენები ჰარინგტონის მონაწილეობით, დიდწილად გადაღებულია ისლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში.[25] სერიალის უკვე მეშვიდე სეზონია გადაღებული,[26] რომლის პრემიერა 2017 წლის 16 ივლისს შედგა[27] და 2019 წელს მერვე სეზონი გამოვა.[28] სატახტოთა თამაში მიმდინარეობს ვესტეროსისა და ესოსის გამოგონილ კონტინენტზე და ყვება წარჩინებულ ოჯახებს შორის მიმდინარე ძალაუფლებისთვის ბრძოლაზე, სადაც ისინი იბრძვიან შვიდი სამეფოს რკინის ტახტის ფლობისთვის.[29] ჯონ სნოუ გვევლინება, როგორც ნედ სტარკის უკანონო შვილი (ბასტარდი), რომელიც ვინტერფელის ლორდია, რომელიც ვესტეროსის ჩრდილოეთით მდებარე უძველესი ციხესიმაგრეა.[30]
ჰარინგტონი ჯილდო მიიღო მისი როლისთვის. 2012 წელს, ჰარინგტონი ნომინირებული იყო სატურნის ჯილდოზე, როგორც საუკეთესო დამხმარე მსახიობი სატელევიზიო როლში.[31] 2016 წელს, ჰარინგტონი ნომინირებული იყო დრამის ჟანრის „დამხმარე მსახიობის პრაიმტაიმ ემის ჯილდოზე“.[32] 2017 წელს, ჰარინგტონი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ტელევიზიაზე, როდესაც სერიალ სატახტოთა თამაშის ერთი ეპიზოდისთვის, ანაზღაურების სახით 2 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო.[33][34]
ჰარინგტონის კინემატოგრაფიული დებიუტი 2012 წელს შედგა, ვინსენტის როლით ფილმში საილენტ ჰილი 2. საშინელებათა ფილმი ეფუძნებოდა Survival horror-ის ჟანრის ვიდეოთამაშს საილენტ ჰილი 3-ს, რომელიც საილენტ ჰილის სიქველის გაგრძელებაა.[35] 2013 წელს, მას მიენიჭა წლის მსახიობის წოდება „ახალგაზრდა ჰოლივუდის პრემიაზე“, სადაც კინოს, მუსიკისა და ტელევიზიის საუკეთესო ნიჭიერ ახალგაზრდებს აჯილდოვებენ.[36]
ჰარინგტონის პირველი მთავარი როლი ფილმ პომპეიში, მილოს როლი გახდა. ფილმის გადაღებები 2013 წელს დაიწყო და ტორონტოში, კანადაში მიმდინარეობდა. ფილმის ზოგიერთი სცენები ასევე თვით ქალაქ პომპეიც გადაიღეს.[37] ფილმმა მოკრძალებული სალარო წარმატება მოიპოვა და კრიტიკოსებისგან შერეული შეხედულებები მიიღო. იმავე წელს, ჰარინგტონი ასევე გააჟღერა ერეტი ანიმაციურ ფილმში „როგორ მოვარჯულოთ შენი დრაკონი 2“,[38] რომელიც კრიტიკოსების მოწონება და სალარო წარმატება მოიპოვა,[39] აგრეთვე მოიგო ოქროს გლობუსის ჯილდო საუკეთესო ანიმაციური მხატვრული ფილმის ჟანრში და მიიღო ოსკარის ჯილდო.[40][41]
2014 წელს, ჰარინგტონი ასევე გამოჩნდა ჯეფ ბრიჯესთან ერთად ფილმში „მეშვიდე ვაჟი“, რომელიც ფენტეზი-სათავგადასავლო ჟანრისაა.[42][43] ჰარინგტონმა ბილი ბრედლის როლი შეასრულა, რომელიც ჯეფ ბრიჯესის პირველი სტაჟიორია და რომელიც ჯულიანა მურის მიერ განსახირებულმა პერსონაჟმა ფილმის დასაწყისში მოკლა. ბენ ბარნსი, ალისია ვიკანდერი და ემილი უოტსონი ასევე ასრულებენ ფილმში მთავარ როლს.[44] ფილმის პირველი ჩვენება გაერთიანებულ სამეფოში, 2015 წლის 16 იანვარს შედგა, ხოლო მსოფლიო პრემიერა ლონდონის მერის მხარდაჭერით „Centrepiece Gala“-ზე, 2014 წლის ოქტომბერს, ლონდონის კინოფესტივალზე შედგა.[45][46]
2014 წლის დეკემბერში, ჰარინგტონი მთავარი როლი შეასრულა ქსავიერ დოლანის ფილმში „ჯონ ფ. დონოვანის სიკვდილი და ცხოვრება“, ჯესიკა ჩესტეინთან, კეთი ბეიტსთან, ტენდი ნიუტონთან და სუზან სარანდონთან ერთად.[47] 2015 წელს, ჰარინგტონი გადაიღეს HBO-ის კომედიური ჟანრის მოკლემეტრაჟიან ფილმში „7 დღე ჯოჯოხეთში“, რომელიც ყვება ჩოგბურთის შვიდდღიანი მატჩის შესახებ.[48]
2015 წლის ივნისში დადასტურდა, რომ ჰარინგტონი ითამაშებს მარტინ კულჰოვერის ვესტერნის ჟანრის ფილმში „ბრიმსტონი“, რობერტ პატინსონის ნაცვლად.[49] 2016 წელს, ჰარინგტონი ვიდეოთამაშში „Call of Duty: Infinite Warfare“ მთავარი ბოროტმოქმედის როლი შეასრულა.[50] 2016 წელს, ჰარინგტონი Infiniti Q60-ის სპორტული კუპეს რეკლამაში, ხოლო 2017 წელს, სუნამოების მწარმოებელი კამპანიის, დოლჩე და გაბანას რეკლამაში გამოჩნდა.[51]
2017 წლის 19 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰარინგტონი დაწერდა, ითამაშებდა და პროდიუსერობას გაუწევდა BBC-ის სამნაწილიან ისტორიულ დრამას, რომელიც დაფუძნებულია „დენთის შეთქმულების“ რეალურ ისტორიაზე. ჰარინგტონი თავისი წინაპრის რობერტ ქეითსბის როლს, მარკ გატისთან, ლივ ტაილერთან და პიტერ მალანთან ერთად.[52]
2012 წელს, ჰარინგტონმა ურთიერთობა დაიწყო სერიალ სატახტოთა თამაშის ერთ-ერთ ვარსკვლავთან, როუზ ლესლისთან. წყვილმა, თავიანთი ნიშნობის შესახებ 2017 წელს სექტემბერში, „The Times“-ის მეშვეობით გამოაცხადეს.[53] 2018 წლის 23 ივნისს კი, შოტლანდიაში დაქორწინდნენ.[54]
2016 წლის 12 სექტემბერს, ჰარინგტონი გამოჩნდა გაეროს ლტოლვილთა სააგენტო UNHCR-ის ვიდეოში, რომელიც მიზნად ისახავდა გლობალურ ლტოლვილთა კრიზისთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას, სადაც ასევე მონაწილეობდნენ კეიტ ბლანშეტი, ჩივეტელ ეჯიოფორი, პიტერ კაპალდი, დუგლას ბუტი, ნილ გეიმანი, კირა ნაიტლი, ჯულიეტ სტივენსონი, ჯესი აიზენბერგი და სტენლი ტუჩი.[55] ვიდეო, სახელწოდებით „რა წამოიღეს ისინი თან“, სადაც მსახიობები კითხულობენ ლექსებს, რომელიც ჯენიფერ ტოქსვიგის მიერ დაწერილია, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის #WithRefugees კამპანიის ნაწილია, რომელიც ასევე მოუწოდებს ეროვნულ მთავრობებს, რომ უზრუნველყონ ლტოლვილები თავშესაფრით, სამუშაო ადგილებით და განათლებით.[56]
ფილმი | წელი | როლი | რეჟისორი | შენიშვნა | სქ. |
---|---|---|---|---|---|
საილენტ ჰილი 2 | 2012 | ვინსენტ სმიტი | მაიკლ ჯ. ბაზეტი | [35] | |
პომპეი | 2014 | მილო | პოლ ვ. ს. სნდერსონი | [37] | |
როგორ მოვარჯულოთ შენი დრაკონი 2 | ერეტი | დინ დებლოისი | გახმოვანება | [38] | |
ახალგაზრდების ანდერძი | როლანდ ლეიტონი | ჯეიმზ კენტი | [44] | ||
მეშვიდე ვაჟი | ბილი ბრედლი | სერგეი ბოდროვი | [42] | ||
მოჩვენებები: უდიდესი სიკეთე | 2015 | უილ ჰოლოვეი | ბარატ ნალური | [57] | |
ბრიმსტონი | 2016 | სამუელი | მარტინ კულჰოვენი | [49] | |
ჯონ ფ. დონოვანის სიკვდილი და ცხოვრება | 2018 (დაგეგმილია) | ჯონ ფ. დონოვანი | ქსავიერ დოლანი | პოსტ-წარმოების ეტაპი | [58] |
როგორ მოვარჯულოთ შენი დრაკონი 3 | 2019 (დაგეგმილია) | ერეტი | დინ დებლოისი | გახმოვანება | |
წელი | ჯილდო | კატეგორია | ნამუშევარი | შედეგი | სქ. |
---|---|---|---|---|---|
2011 | Scream | საუკეთესო ანსამბლი (მთელ ჯგუფთან ერთად) | სატახტოთა თამაში | ნომინირებული | [67] |
კინომსახიობთა გილდიის ჯილდო | დრამის ჟანრის სერიალში ანსამბლის გამოჩენილი შესრულება (მთელ ჯგუფთან ერთად) | ნომინირებული | [68] | ||
IGN პრემია | საუკეთესო სატელევიზიო გმირი | ნომინირებული | [69] | ||
IGN ხალხის არჩევანის პრემია | საუკეთესო სატელევიზიო გმირი | ნომინირებული | [69] | ||
სატურნის ჯილდო | სატურნის ჯილდო ტელევიზიაზე საუკეთესო დამხმარე მსახიობისთვის | ნომინირებული | [70] | ||
2012 | ოქროს ნიმფის ჯილდო | გამოჩენილი მსახიობი დრამის ჟანრის სერიალში | ნომინირებული | [71] | |
2013 | ახალგაზრდა ჰოლივუდთა ჯილდო | წლის მსახიობი | მოგებული | [72] | |
კინომსახიობთა გილდიის ჯილდო | დრამის ჟანრის სერიალში ანსამბლის გამოჩენილი შესრულება (მთელ ჯგუფთან ერთად) | სატახტოთა თამაში | ნომინირებული | [73] | |
2014 | კინომსახიობთა გილდიის ჯილდო | დრამის ჟანრის სერიალში ანსამბლის გამოჩენილი შესრულება (მთელ ჯგუფთან ერთად) | ნომინირებული | [74] | |
2015 | იმპერია | იმპერიის გმირის ჯილდო (მთელ ჯგუფთან ერთად) | მოგებული | [75] | |
სატურნის ჯილდო | სატურნის ჯილდო ტელევიზიაზე საუკეთესო დამხმარე მსახიობისთვის | ნომინირებული | [76] | ||
კინომსახიობთა გილდიის ჯილდო | დრამის ჟანრის სერიალში ანსამბლის გამოჩენილი შესრულება (მთელ ჯგუფთან ერთად) | ნომინირებული | [77] | ||
2016 | ოქროს დერბის ჯილდოები | საუკეთესო დრამის მხარდამჭერი მსახიობი | მოგებული | [78] | |
68-ე პრაიმტაიმის ემის ჯილდო | გამოჩენილი დამხმარე მსახიობი დრამის სერიალში | ნომინირებული | [79] | ||
მე-7 კრიტიკოსთა არჩევანის სატელევიზიო ჯილდოები | საუკეთესო მხარდამჭერი მსახიობი დრამის სერიალში | ნომინირებული | [80] | ||
კინომსახიობთა გილდიის ჯილდო | დრამის ჟანრის სერიალში ანსამბლის გამოჩენილი შესრულება (მთელ ჯგუფთან ერთად) | ნომინირებული | [81] | ||
სატურნის ჯილდო | სატურნის ჯილდო ტელევიზიაზე საუკეთესო დამხმარე მსახიობისთვის | ნომინირებული | [82] | ||
2017 | გიფონის კინოფესტივალი | გიფონის გამოცდილების ჯილდო | მოგებული | [83][84] | |
კინომსახიობთა გილდიის ჯილდო | დრამის ჟანრის სერიალში ანსამბლის გამოჩენილი შესრულება (მთელ ჯგუფთან ერთად) | სატახტოთა თამაში | ნომინირებული | ||
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.