![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/cf/Blackbuck1-Kirthar_National_Park.jpg/640px-Blackbuck1-Kirthar_National_Park.jpg&w=640&q=50)
კირთარის ქედი
From Wikipedia, the free encyclopedia
კირთარის ქედი (ურდუ كوه کیر تھر, სინდჰი. کير ٿر جبل) — ქედი პაკისტანში. ვრცელდება სინდისა და ბელუჯისტანის პროვინციების ტერიტორიაზე, ირანის მთიანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ეკვრის მდინარე ინდის ხეობას. სიგრძე დაახლოებით 300 კმ. სიმაღლე უმეტესწილად 1000-1500 მ-ის ფარგლებში მერყეობს. მაქსიმალური სიმაღლე 2237 მ (მთა ზარდაქი). უმთავრესად აგებულია ქვიშაქვებითა და კირქვებით. დასავლეთი და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი კალთები მუსონებს ექვემდებარება და დაფარულია სხვადასხვა სახის მცენარეულობით. შედარებით მშრალ კალთებზე გაბატონებულია მთის უდაბნოსა და ნახევარუდაბნოს ლანდშაფტები. ქედის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს კირთარის ეროვნული პარკი.
სწრაფი ფაქტები კირთარის ქედი ...
კირთარის ქედი | |
---|---|
![]() კირთარის ქედი | |
კოორდინატები: 27°00′00″ ჩ. გ. 67°09′20″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
უმაღლესი წერტილი | ზარდაქი |
სიმაღლე | 2237 მ |
სიგრძე | 300 კმ |
დახურვა