კინტრიში
მდინარე საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში / From Wikipedia, the free encyclopedia
კინტრიში (ძვ. ხინოს წყალი) — მდინარე დასავლეთ საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, მთა ხინოს მახლობლად, ზღვის დონიდან 2599 მ-ზე, ქობულეთთან ერთვის შავ ზღვას, სიგრძე 45 კმ, მდინარის აუზის ფართობი 291 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალუხვია შემოდგომაზეც, წყალმცირობა — ზამთარსა და ზაფხულში. გაზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის 35 %, ზაფხულზე — 18 %, შემოდგომაზე — 31 %, ზამთარზე — 16 %. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 17,3 მ³/წმ. კინტრიშს ყოველწლიურად ზღვაში შეაქვს 540 მლნ. მ³ წყალი.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კინტრიში (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები კინტრიში, ქვეყანა ...
კინტრიში | |
---|---|
კინტრიშის ხეობა | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
ქალაქები | ქობულეთი |
სათავე |
მესხეთის ქედი 41°43′53″ ჩ. გ. 42°08′21″ ა. გ. |
სათავის მდებარეობა | მთა ხინო |
სათავის სიმაღლე | 2599 მ |
შესართავი |
შავი ზღვა 41°48′14″ ჩ. გ. 41°46′13″ ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | ქობულეთი |
შესართავის სიმაღლე | 0 მ |
სიგრძე | 45 კმ |
აუზის ფართობი | 291 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 17,3 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
კინტრიში ვიკისაწყობში |
დახურვა
მდინარე კინტრიშის სათავეებთან შექმნილია კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი, მდინარეზე რამდენიმე ისტორიული თაღოვანი ხიდია შემორჩენილი.