კიმონო
From Wikipedia, the free encyclopedia
კიმონო (Jap.) — იაპონური ეროვნული ტანსაცმელი, ფართოსახელოებიანი ხალათი. იკვრება სპეციალური ქამრით. მას იცვამენ როგორც ქალები ასევე მამაკაცები დღესასწაულებსა და ღირსშესანიშნავ დღეებში. კიმონო წარმოადგენს გეიშას ან მაიკოს (მომავალი გეიშა) სამუშაო ტანსაცმელს.
ტრადიციულ სამოსს თან ახლავს ოცამდე აქსესუარი (ელემენტი) რომელიც აუცილებელია ჩაცმის დროს. კიმონოს ჩაცმას დაახლოებით 3 ადამიანი უნდება, არსებობს სპეციალური ლიცენზირებული სამსახური კიმონოს კოსტუმერები, რომლებსაც სპეციალურად ქირაობენ, რათა სრულყოფიალდ ჩაიცვან იაპონური კიმონო. იაპონელები არ უარყოფენ, რომ კიმონო ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან მოუხერხებელი და არაკომფორტულია. იაპონელი ქალები დღესდღეობით კიმონოს იცვამენ გამარტივებული მეთოდებით, არ იკეთებენ ყველა ელემენტს და აქსესუარს. მხოლოდ ქორწილებსა და ოფიციალურ მიღებებზეა აუცილებელი კიმონოს სრულყოფილი ჩაცმა. იაპონელები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, თუ რა არის გამოსახული კიმონოზე. ამით ისინი მეტ ყურადღებას იმსახურებენ გარშემომყოფებისგან. ძალიან პოპულარულია ის კიმონო, რომელზეც გამოსახულია წლის სეზონები. აუცილებლად ნახატი უნდა ემთხვეოდეს წლის სეზონს. მაგალითად, იაპონელი ქალი არასოდეს ჩაიცვამს კიმონოს, თუ ზედ გამოსახულია ზამთარი და ბამბუკის ხეები და ამ დროს ზაფხულია. არსებობს სხვადასხვა სახის კიმონოები, რომლებსაც იმის მიხედვით იცვამენ - გასათხოვარია თუ ახალგათხოვილი ქალი, ოფიციალურ წვეულებაზე მიდის თუ სტუმრების სახლში მისაღებად ემზადება და ა.შ.